მთავარი » 2010 » თებერვალი » 16 » ტრაგედია. ნოდარ ქუმარიტაშვილი
3:33 PM
ტრაგედია. ნოდარ ქუმარიტაშვილი




ტრაგედია. ნოდარ ქუმარიტაშვილი
ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვანკუვერში საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრი - 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ქუმარიტაშვილი საციგაო ტრასაზე ვარჯიშისას ციგიდან გადმოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით - ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ქართველი სპორტსმენის ხსოვნას მიეძღვნა, საქართველოს დელეგაცია კი გახსნაზე შავი სამკლავურებით და შავლენტიანი დროშით წარსდგა.

კანადაში მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას განცხადებით - ტრაგედიის მიუხედავად, საქართველოს დელეგაცია გაიზიარებს საერთაშორისო ოლიმპიზმის პრინციპებს და ვანკუვერში დარჩება, ხოლო ქართველი სპორტსმენები თავის გამოსვლას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიუძღვნიან.

21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილისათვის საბედისწერო ვანკუვერის ოლიმპიური საციოგაო ცენრტის - ”უისტლერის” ტრასა გამოდგა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და საშიშ ტრასად ითვლება. ქართველი სპორტსმენის ციგის სიჩქარე ტრაგედიამდე 145 კმ საათი გახლდათ. სამედიცინო პერსონალმა სპორტსმენს გადაუდებელი სარეანიმაციო დახმარება ჩაუტარა, შემდეგ კი ის ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუმცა, ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო - საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა.ქუმარიტაშვილი 5 მსოფლიო თასის მონაწილე იყო, მსოფლიო რეიტინგში კი 44-ე ადგილი ეკავა.

საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის დაღუპვის გამო. ერთობლივ განცხადებაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს", განაცხადა ”სეოკ”-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.

მასთან ერთად განცხადებას ხელს აწერს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი: „თავზარდაცემული ვართ ამ ტრაგედიის გამო და სეოკ-თან ერთად თანაგრძნობას ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს; სპორტსმენისა, რომელიც ვანკუვერში ჩამოვიდა, რათა თავისი ოლიმპიური ოცნება აესრულებინა."

დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტიც, რომლის თქმით, მთელი საციგაო ოჯახი შეძრულია მომხდარი ტრაგედიის გამო და თავისი ფიქრებით დაღუპულის ახლობლებთან არის. მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის გარემოებათა დადგენის მიზნით...










კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 3229 | დაამატა: allfile | ტეგები: tragedy, qumaritashvili, nodari, ნოდარ ქუმარიტაშვილი, ტრაგედია, სამძიმარი, samdzimari, nodar qumaritashvili, tragedia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 21 2 »
avatar
0
1 DIko • 3:12 PM, 2010-02-18
aii dzaliiaann shemecooda .. ;(
1-1 2-2
ComForm">
avatar