მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » ქაშაყი "ქურქში"
6:13 PM
ქაშაყი "ქურქში"

http://s001.radikal.ru/i194/1002/18/f08f10ed21bf.jpg

მასალა:
1 ც. მოზრდილი, მსუქანი ქაშაყი
300-400 გრ. მოხარშული სტაფილო
300-400 გრ.მოხარშული ჭარხალი
300-400 გრ.კარტოფილი
3-4 ცალი კვერცხი
1 თავი ხახვი დაჭრილი და ჩაბასტურმებული ლიმნის წვენში
მაიონეზი
მარილი, პილპილი
კამა, წვრილად დაჭრილი
შეგვიძლია ნიგოზიც დავუმატოთ ერთ ფენად
 
მომზადება:
ქაშაყს ვაცლით ხერხემალს და წვრილ ფხებს, ვჭრით. კარტოფილს სახეხზე დავხეხავთ, ზემოდან თევზს მოვათავსებთ და მაიონეზის ბადურას „დავახატავთ". მესამე ფენა ხახვისაა, შემდეგ სტაფილოს დავახეხავთ და ისევ მაინეზს გადავავლებთ. დავახეხავთ კვერცხის ცილებს, ისევ მაიონეზს მოვასხავთ, დავახეხავთ ჭარხალს, დავაფხვნით კვერცხის გულებს. მარილსა და პილპილს ფენებს შორის გავანაწილებთ გემოვნებით.









კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2013 | დაამატა: allfile | ტეგები: თევზეული, ქაშაყი, qurqi, ვინიგრედი, tevzi, თევზი, სალათა, ქურქი, qashakhi, qashayi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar