მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » NCIB - ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო
2:16 PM
NCIB - ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო

ncib


ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების სფეროში, დღეს საქართველოში წამყვანი კომპანიაა ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო – NCIB (National Credit Information Bureau). კომპანია ყიდის ბიზნეს ინფორმაციას, და ეხმარება კომპანიებს ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.

NCIB დაარსდა 2002 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებას. დღეს კომპანიას აქვს დიდი მონაცემთა ბაზები და აწევრიანებს მსურველ კომპანიებს მსოფლიო მონაცემთა ბაზებში, რათა კომპანიის პროფილი ხელმისაწვდომი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს კი უკვე თავისთავად წარმოადგენს მათ რეკლამას საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მცირე, საშუალო და გავრცობილი ფორმატის მარკეტინგულ სიებს; სხვადასხვა ბაზრის მზა კვლევებს, მას აქვს დეტალური ინფორმაციები ბაზრის, ქვეყნისა და კომპანიების პროფილების შესახებ. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 200 ქვეყნის 150 მილიონი კომპანიის შესახებ. NCIB-ს გააჩნია ვალების დაბრუნების საერთაშორისო სისტემა, რომელიც ხუთივე კონტინენტის მასშტაბით ვალების სწრაფად და ეფექტურად დაბრუნების საშუალებას იძლევა. დავის შემთხვევაში ესიბ-ის ადვოკატები და პარტნიორები კონსულტაციებს უწევენ კომპანიებს და საჭიროების შემთხვევაში იცავენ მათ ინტერესებს სასამართლოში.

კომპანია უცხოელ ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნეს კლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით; კომპანია, აგრეთვე, ეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობის გაუმჯობესებაში, პოტენციური მომხმარებლებისა და საქმიანი პარტნიორების მოძებნაში.

კომპანიის ვებ-გვერდზე www.ncib.ge მუდმივად იდება საინტერესო ბიზნეს სიახლეები და იწერება სტატიები სხვადასხვა კომპანიებზე. ვებ-გვერდზე შესაძლებელია მრავალი სასარგებლო ბმულის მონახვა, აგრეთვე ინფორმაციის მოპოვება საქართველოში არსებული ყველა სასტუმროს, ბანკომატისა და სატაქსო მომსახურების შესახებ. კომპანია გეგმავს სიახლეებს და მალე განახლებული და მეტად ინფორმაციული ვებ გვერდით წარსდგება.

დასავლეთში განათლება მიღებული და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი კომპანიის წარმატებაა.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1817 | დაამატა: allfile | ტეგები: sakredito, ეროვნული, საკრედიტო, NCIB, krediti, informacia, ინფორმაციის, erovnuli, ბიურო, biuro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar