რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?
მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.
ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს - არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი…
კომერციული კინოც ამ დროს ხდება ყველაზე აქტუალური. კინოკომპანიები დიდი პრემიერებისთვის ემზადებიან, კინოთეატრები პოპკორნის გაათმაგებულ პარტიებს უკვეთავენ, წამყვანი პორტალები სპეციალურ ვებსატებს უძღვნიან ამ ყოველწლიურ პერიოდს…
და რა ხდება ამ დროს საქართველოში? ყველაფერი ტრადიციულად - ეს ჩვენ არ გვეხება :) ”ამირანის” და ”რუსთაველის” ბიზნეს-ლოგიკა ქვას ხეთქავს. ზაფხულის პერიოდში ჩვენთან კინო კვდება :D ისვენებს :) მთელი ზაფხულის მანძილზე ქართული კინოთეატრები შესვენებას აცხადებენ. ხოლო ”გამაზულ” პრემიერებს სექტემბერში გადაიტანენ.
აქვე ლოგიკური კითხვა ჩნდება - როგორ მოახერხებენ ზაფხულის უამრავი ბლოკბასტერის ჩვენებას მომავალ თვეებში, როცა იმ თვეებს საკუთარი რელიზებიც უამრავი ექნება? თუმცა ალბათ ყველას არც აჩვენებენ - მხოლოდ რამოდენიმე ყველაზე მომგებიანს შეარჩევენ :) კიდევ ერთი-ორს კი რომელიმე ვარეზნიკიდან გადმოწერენ (DVD-rip-ები უკვე გამოსული იქნება), შონზო Inc.-ს გაახმოვანებინებენ და შემდეგ, გემოვნებადაქვეითებული მაყურებლის ხარჯზე, სრული ანშლაგით გამართავენ პრემიერას. რომელსაც ”კურიერის” მიწურულს, 2 დღის წინ მისული რომელიმე ჟურნალისტი გააშუქებს პირდაპირი ჩართვით :)
ჩვენ კი, ვისაც უბრალოდ გართობა და კარგი კინოს ნახვა გვინდა, უნდა ვისხდეთ სახლში, მონიტორებთან და საშინელი ხარისხის Cam-rip-ებს ვუყუროთ. DVD-rip-ების გამოჩენასა და ჩვენს კინოთეატრებში რელიზს კი - ერთ დღეს ველოდოთ.
ღრრრრრრრრრრ x( ძალიან მეშლება ნერვები! ახვევის დროა.
დესერტად კი, იმ ფილმების არასრული სია, რომლებიც მაშინ გამოვლენ დიდ ეკრანებზე, როცა ჩვენი კინოთეატრები ძილს იქნებიან მიცემულნი:
|