მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ
3:19 PM
შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ


http://dug.ge/uploads/posts/2010-01/1262421655_200710054528123456.jpg

მსახიობ შორენა ბეგაშვილის კარიერაში ბევრი სასიხარულო სიახლეა. იგი ახლახან ტელეკომპანია იმედის სახე გახდა, მალე ეთერში გავა "იმედის" ახალი პროექტი, და რომელსაც შორენა ბეგაშვილი წაუძღვება. გადაცემის ძირითადი თემა იქნება სექსი განიხილება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში არსებული არაერთი პრობლემა. პროექტის ავტორი გიორგი არველაძის უკრაინელი მეუღლე გახლავთ.

- შორენა, ბავშვობის ოცნება აიხდინე?
- ნაწილობრივ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მიღწეულით დავკმაყოფილდები. სარფიანად გათხოვებასაც ვაპირებ.

- შენ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს როგორ შეაფასებ?
- არ მომწონს ის სექსუალური ქალები, რომლებსაც ვთამაშობ. მინდა, ფილმებში ძლიერი პიროვნებები განვასახიერო.

- რას გვეტყვი ტელეკომპანია იმედის ახალ გადაცემაზე "ღამე შორენასთან"?
- გადაცემა ეთერში ნოემბრის დასაწყისიდან გავა. ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო გადაცემა.

- როგორც ვიცი, გადაცემის ძირითადი თემა იქნება სექსი.
- საქართველოში რატომღაც ძალიან აშინებთ ეს სიტყვა (იცინის), მაგრამ არ ვიცი, რატომ? ეს პროექტი დაეხმარება წყვილებს ურთიერთობის აწყობაში. ქალებს ვასწავლით, როგორ იყვნენ მუდამ ლამაზები როგორ შეინარჩუნონ საყვარელი მამაკაცი. ცხადია, ამას მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადებით ვერ მოახერხებენ. მამაკაცებს კი ვასწავლით, როგორ მოუარონ ქალებს და გააბედნიერონ ისინი. არის ბევრი საინტერესო საკითხი, რომლის ცოდნაც, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია. გადაცემის ნახვა ნებადართულია მოზარდებისთვისაც.









კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 2668 | დაამატა: allfile | ტეგები: შორენა, ინტერვიუ, shorena, ბეგაშვილი, კითხვა-პასუხი, interviu, Interview, შორენა ბეგაშვილი, begashvili, shorena begashvili | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 arkadi • 6:41 PM, 2010-01-10
magaria
ComForm">
avatar