მთავარი » 2009 დეკემბერი 27 » ქიშმიშიანი რულეტი
3:28 PM ქიშმიშიანი რულეტი | |
გვესაჭიროება: 600 გრ. ცომი, 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 100 გრ. სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი. მომზადების წესი: ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე. გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. 1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |