მთავარი » 2009 » დეკემბერი » 23 » საინტერესო და “ვგონებ” სახალისო ფაქტების კრებული
12:47 PM
საინტერესო და “ვგონებ” სახალისო ფაქტების კრებული

ვისი თვალი ვის ცხვირშია...

პაბლო "პიკავსო", ამბობენ...

     1. ერთხელ პიკასომ დურგალს წითელი ხისგან ავეჯის დამზადება სთხოვა და წინასწარ აუხსნა, თუ რა სჭირდებოდა. მერე კი, თვალსაჩინოებისათვის, ერთი ხელის მოსმით ესკიზიც დაუხატა და ჰკითხა: "სამუშაოში რამდენი გადაგიხადოთო?” "–არაფერი!” – უპასუხა დურგალმა –  ”უბრალოდ მაგ ესკიზს ხელი მოაწერეთ"

2. "სურრეალისტმა უნდა ჩამოაყალიბოს ლოგიკა და არასოდეს მისდიოს მას” – ამბობდა სალვადორ დალი

ერთ–ერთი მაგალითი :)

"ერთ–ერთი მაგალითი" :)

3. წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!”
”–ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში…”–გაუკვირდა ბილჰემს

4. "მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარ” – "ხუმრობდა” ბერნარდ შოუ

5. ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე პარიზის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ისვენებდა. იქ კი მან ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი გაიცნო, რომელმაც მხატვარს ეკლესიის მოხატვა სთხოვა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც ფრესკები ნახა, სასტიკად აღშფოთდა და მანეს შესჩივლა: "კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?”. მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა: და თქვენ უჩექმოები სადღა გინახავთ?

6. "აი, ახლა კი ნამდვილად მესმის ჭკვიანური სიტყვა სენატში” – თქვა კალიგულამ, როდესაც სხდომის სენატორად დანიშნულმა მისმა ცხენმა დაიჭიხვინა.

შიგადაშიგ ჰქონდა ამ კაცს...წამოფრენები

"შიგადაშიგ ჰქონდა ამ კაცს...წამოფრენები"

7.  უსაქმურობისგან შეწუხებულმა და "გამოგონებომანიით” შეპყრობილმა იაპონელებმა ახალი ტიპის სარეცხის სამაგრი გამოიგონეს. ჩვენთან "შპილკა”–დ წოდებული იაპონური მოწყობილობა წინასწარ გრძნობს უამინდობას და პატრონს მობილურ ტელეფონზე "უმესიჯებს” – "წვიმს და სარეცხი ჩამოხსენიო"

8. ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი ობოლია” – ამბობდა აბრაამ ლინკოლნი

9. ძველ საბერძნეთში სპეციალურ მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ  "პორნოგრაფები” ერქვათ;

10. გი დე მოპასანი პარიზში ეიფელის კოშკის არსებობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოგვიანებით, ამ ქალაქში ყოფნისას, ის მუდამ ეიფელის კოშკში მდებარე რესტორანში სადილობდა. მიზეზი იყო ის, რომ ეს რესტორანი იყო ერთადერთი ადგილი მთელ პარიზში, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანდა

11. ამბობენ, რომ დევონშირის ჰერცოგინიას, ჯორჯიანას ოჯახში არსებობდა ერთგვარი თამაში. ოჯახის წევრები გართობის მიზნით ლაპარაკობდნენ უცნაურ ჟარგონზე, ისინი ყველა ინგლისურ სიტყვას წინ ასო S-ს უმატებდნენ და ამგვარად საუბრობდნენ. ერთი ვერსიის თანახმად სწორად ასე დაიბადა სიტყვა "სლენგი” (s-language, რადგან თვითონ ჰერცოგინიას ოჯახშიც ამ "სხვანაირ” ენას ასე უწოდებდნენ)

12. "სმაილების” ლექსიკონში მარჯ სიმფსონი @@@@8–) ასე, კბილმოტეხილი ვამპირი :–F ასე, შიშისაგან თმებყალყზე დამდგარი ადამიანი კი =8O ასე აღინიშნება :)

თმა გავს? გავს...

"თმა გავს? გავს..."

13. "მე არასდროს ვიხდი ბოდიშს. ბოდიში, მაგრამ ასეთი ადამიანი ვარ” – ამბობდა ჰომერ სიმფსონი :)

14. ერთხელ ბალზაკის სახლში ქურდი შეიპარა და მაგიდის უჯრების გაღებას შეეცადა. თუმცა, ის პატრონის ხარხარმა შეაჩერა. "რატომ იცინით” – შეეკითხა გაკვირვებული ქურდი. "შენ ეძებ იმას ღამით, რის ნახვასაც მე დღისით ვერ ვახერხებ” – უპასუხა ბალზაკმა

15. "ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, შეინახავს სხვისას” – ამბობდა ნაპოლეონი

16.  ალექსანდრე დიუმა–მამა ალექსანდრე დიუმა–შვილის პიესის პრემიერას დაესწრო და ნანახი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მის გვერდით მჯდომმა თეატრალურმა კრიტიკოსმა შენიშნა: "თქვენ ისე იქცევით, თითქოს თქვენ იყოთ პიესის ავტორი!” –მე ავტორის ავტორი ვარ! – ამაყად უპასუხა დიუმამ

16.  "საქმე გაკეთებულია, რიღასთვის ვიცადო?” – თქვა კოდაკის დამფუძნებელმა ჯორჯ ისტმენმა და თავი მოიკლა :)

17.   ლევ ტოლსტოის ჟურნალისტები არ უყვარდა. ერთხელ ერთმა კორესპონდენტმა ინტერვიუ სთხოვა. "რად გინდათ?” – შეეკითხა მწერალი. "როგორ, რუსეთში ბოლო სულელიც კი ინტერესდება თქვენით!”
"–ამაში ახლა მე საკუთარი თვალითაც დავრწმუნდი” –
მიუგო მწერალმა

18. "ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, რომ ცისარტყელაც კი შავ–თეთრია” – ამბობდნენ ერთ დროს იტალიელები

19. ერთმა ნიუ–იორკელმა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა თავის საფოსტო ყუთში თეატრის ორი ბილეთი აღმოაჩინა წარწერით: "გამოიცანით ვისგან არის?”. თეატრიდან დაბრუნებულებს მათ ბინა გაძარცვული დახვდათ. კარზე კი მიკრული იყო მეორე წარწერა: "ახლა კი უკვე ნამდვილად იცით, ვისგან”

20. "გემოვნებაზე არ დაობენ” – ამბობდა მარკ ტვენი – "მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან.”










კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1583 | დაამატა: allfile | ტეგები: ალექსანდრე დიუმა, ბალზაკი, მანე, ბერნარდ შოუ, აბრაამ ლინკოლნი, მარკ ტვენი, ლევ ტოლსტოი, დალი, კალიგულა, გი დე მოპასანი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar