მთავარი » 2009 » დეკემბერი » 23 » Honda U3-X: პერსონალური სატრანსპორტო საშუალება
10:26 AM
Honda U3-X: პერსონალური სატრანსპორტო საშუალება







თვითბალანსირებადი სატრანსპორტო საშუალებები უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ერთერთი დიდი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა კომპანია Honda–მ, რომელმაც ანონსირება მოახდინა თავის ახალი პროდუქტისა ინდექსით Honda U3-X. პროდუქტი წარმოადგენს უნივერსალურ ერთ ბორბლიან ველოსიპედს. ამ სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია 1 ბორბალზე რამოდენიმე მოძრავი მექანიზმი. თითოეულ ამ პატარა საბურავს შეუძლია იმუშაოს დამოუკიდებლად სხვებისაგან.


ამის შედეგად Honda U3-X–ს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა. არა მარტო წინ და უკან, არამედ გვერდებზეც, მარჯვნივ მარცხნივ და დიოაგონალზეც. ტრანსპორტის მართვა ხდება როგორც Segway–ში. მიმდინარე U3-X ვერსიას გააჩნია ექსპერიმენტალური მოდელის სტატუსი. მას ელემენტი ყოფნის სულ რაღაც 1 საათი, მისი წონა კი სულ რაღაც 10 კილოგრამია. ის ძალიან კომპაქტურია თავისი ზომებით და კონსტრუქციითაც. მასში გათვალისწინებულია დასაჯდომი ადგილის და ფეხის დასადების შეკეცვა. ჰონდა გეგმავს ამ პროტოტიპის უფრო დახვეწილი ვარიანტის ჩვენებას ოქტომბერში ტოკიოს ავტოსალონზე.










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1384 | დაამატა: allfile | ტეგები: საშუალება, akhali, ტექნიკა, პერსონალური, Honda U3-X, immage.de, akhali teqnoliebi, axali, სატრანსპორტო, teqnologiebi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar