მთავარი » 2009 დეკემბერი 22 » ქარსელაძე გრიგოლიასთან მიდის
8:56 PM ქარსელაძე გრიგოლიასთან მიდის | |
ახალ წელს, პირველ იანვარს, ჯაბა ქარსელაძე ლონდონში გაფრინდება. თავად ამბობს, რომ სასწავლებლად მიდის, ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში უნდა ჩააბაროს, მაგრამ მის ბოლოდროინდელ აღიარებას თუ გავითვალისწინებთ გადაცემა "პროფილში", ინგა გრიგოლიასადმი პლატონურ სიყვარულთან დაკავშირებით, ადვილი წარმოსადგენია, ვის ნახავს პირველ რიგში ინგლისში ჩასული მომღერალ-ლექტორი. - ლონდონში სასწავლებლად მივდივარ, მაგისტრატურაში მინდა ჩავაბარო, ფინანსების განხრით. მოლაპარაკებები დაწყებული მაქვს, თუმცა მხოლოდ ჰარვარდზე არ ვარ დამოკიდებული, სხვა მაღალი დონის სასწავლებლებიც არის ლონდონში. ვნახოთ, რა იქნება. - შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენს პლატონურ სიყვარულს, ინგა გრიგოლიას ვერ თმობ და მასთან მიდიხარ ლონდონში... - (იცინის) ჰო, გავყევი... გამოცდა, რომელიც მაგისტრატურაში მოსახვედრად მჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ლონდონში ბარდება. მანამდე ოქსფორდის ბიზნესსკოლაში მოსამზადებელი კურსი უნდა გავიარო. ორი თვის მერე მექნება გამოცდა და იმედი მაქვს, ჩავაბარებ. - ინგამ თუ იცის, რომ უნდა ჩააკითხო? - კი, აბა?! ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს "სკაიპით". ასე რომ, მელოდება. მე ოქსფორდში ვიქნები, ინგა - ლონდონში. ლონდონიდან ოქსფორდამდე ნახევარი საათის სავალია მატარებლით. უკვე მოვილაპარაკეთ, რომ ხან ის ივლის ჩემთან, ხან მე მასთან. - ე.ი. შენ და ინგას ერთად გაგჩენიათ სწავლის წყურვილი, მერე.. ხელს სთხოვ? - (იცინის) არა, რა სისულელეა. - რამდენ ხანს უნდა ისწავლო მაგისტრატურაში? - სწავლების კურსი სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვაგვარია. მაქსიმუმი ორი წელია. - გული არ გწყდება, თბილისს რომ ტოვებ? - აქ არაფერში მეშლება ხელი, ინსტიტუტში დასვენებაა, ლექციები არ ტარდება. - შოუბიზნესი? თუ იქ იმღერებ სერენადებს ინგას ფანჯრებთან? - (იცინის) ამ მხრივ საქართველოში შესაშური გარემო ნამდვილად არ არის. ამ ეტაპზე სიმღერა ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელოა. მასალის წყარო: ნინო მჭედლიშვილი - ჟურნალი "რეიტინგი" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |