მთავარი » 2009 » დეკემბერი » 18 » DAY OFF
11:37 AM
DAY OFF

http://tiny.ge/wp-content/uploads/2009/11/computer.jpg


რადგან  ოჯახში გონიათ, რომ  მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის  და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება.  რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D

მთავარი არგუმენტი ჩემებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მე კიბერ ნარკომანი ვარ, არის: შენ მთელი დღე ხარ ონლაინ და იქ ადამიანები იცვლებიან, მთელი დღე კი არ არიან კომპიუტერთან?!- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვამტკიცებ, რომ დიახ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მთელი დღის მანძილზე ჩემთან მოსაუბრე ერთი პირი იჯდეს ჩემთან ერთად კომპთან :D

მთლად ბოლომდე ნუ დავადანაშაულებ ოჯახსაც, ხშირად მართლა მიშლის ხელს ინტერნეტი იმაში, რომ რაც საქმე მაქვს გავაკეთო. მაგალითად- სწავლა ან დალაგება. მარტო რომ ვარ ხოლმე, მაშინ ყველაზე ძნელია დისლოკაციის ადგილიდან აფხეკვა, რადგან არავინ გეჩხუბება 24 საათიანი უჭმელ-უსმელობის და მარტო კომპთან ჯდომის გამო :D აი ააქ უკვე ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა.

თანაც, დროდადრო მართლა საჭიროა day off-ების აღება ინტერნეტისგან. ჩემი გამოცდილება:

როგორ გავძლოთ ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

  • დილის დოზა

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანის ჩვევაა, რაც არ უნდა გვიან დავწვეთ, გაღვიძებისთანავე მივიდეთ კომპიუტერთან და ჩამოვუაროთ ყველაფერს :D ხოდა თვითგვემა არ არის საჭირო- გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ მიხვიდეთ, ჩამოუაროთ სასურველ ალაგებს [ოღონდ არ უნდა შეცდეთ და ვინმესთან ლაპარაკი არ გააბათ, ან ახალი რამე არ წამოიწყოთ- მაგალითად სტატუსი არ დაიწეროთ FB-ზე] და რომ დარწმუნებით, რომ ყველაფერი შეამოწმეთ, მშვიდად გამორთეთ კომპიუტერი და დაემშვიდობეთ მომავალ დილამდე!

  • დღის განრიგი

არ მაქვს იმ შემთხვევაზე ლაპარაკი, როცა მთელი დღე გასული უნდა იყოთ სახლიდან. ამ შემთხვევაში ზედა პუნქტის შეუსრულებლადაც გახვალთ იოლას, მაგრამ როცა  სახლში უნდა იჯდეთ, კომპიუტერი ერთი ხელის გაწვდენაზე უნდა გედოთ და არ მიეკაროთ,  ცოტა რთულია..

როგორც კი დარჩებით კომპიუტერის გარეშე, მიხვდებით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება [სავალდებულოსი თუ უბრალოდ გასაკეთებელის]. თუ სავალდებულოა და სასწავლი გაქვთ- ისწავლეთ და ისე გაიყვანეთ დრო. თუ სასწავლი არ გაქვთ და არც არაფერი სავალდებულო-აუცილებელი საქმიანობები გაქვთ, მაშინ მოგიწევთ გაიხსენოთ- რა გიყვართ? აი მაგალითად მე დიდი ხანია მინდა:

  • დავამთავრო ცვაიგი
  • შევკერო ბოლოკაბა, რომლის დიზაინი უკვე კარგა ხანია მიტრიალებს ტვინში
  • დავჯდე და დავწერო ბლოგის განმავითარებელი სტრატეგიები :D
  • ახალი ნაწარმოები გავარჩიო ვიოლინოზე
  • ჩემი ნივთები მოვაწესრიგო- რაც არ მჭირდება გადავყარო :D
  • ჰულა-ჰუპით ვარჯიში

მოკლედ, უსასრულოდ შემიძლია დავწერო ეს სია.. ხოდა რომ გამორთავთ კომპიუტერს, ჩამოწერეთ to do list-ი და შეუდექით :bis:

აი გარწმუნებთ, ისე გავა დღე, რომ ვერც იგრძნობთ! საღამოს კიდევ, რამე სატელევიზიო გადაცემას უყურეთ, გინდა უინტერესო იყოს, გინდა საინტერესო, მაინც შეგიყოლიებთ :D

თუ გიჭირთ აესე უბრალოდ day off-ის აღება, მაშინ ერთ ასევე ჩემს გამოცდილ ხერხს მიმართეთ:

სასწავლი მქონდა ძაალიან ბევრი გამოცდების პერიოდში და თან სახლი მქონდა ძალიან დასალაგებელი- მარტო ვიყავი და იმიტომ :D მარტოობის დროს ძაან ძნელია კომპს მოეშვა, როგორც ზემოთ აღვნიშნე.. ხოდა მოვძებნე ასეთივე გასაჭირში მყოფი ჩემი მეგობარი, ცოტნე, რომელიც ჩემი არ იყოს მთელი დღე მეწუწუნებოდა რამდენი რამე ქონდა გასაკეთებელი. ავდექი და შევთავაზე სანაძლეოს მაგვარი რაღაც-  არ მახსოვს, დილიდან რომელიღაც საათამდე არ უნდა მივკარებოდით კომპს და ვინც მიეკარებოდა ის იყო ცუდი! :D

ხოდა შეგიძლიათ იშოვნოთ ვინმე ასეთი თქვენნაირი გაჭირვებული, ან თავს დაუდოთ პირობა [ მაგალითად: თუ შენ დღეს კომპთან მიხვიდე, შენ არ მიდი სახლში ცოცხალი :lol: ].

მართალია day off-ის მერე,  კარგა ხნის დამშეულივით მივარდებით კომპს, მაგრამ ის ერთი დღე საამაყოდ მაინც შეგრჩებათ!


რეალური სტატიისთვის მადლობას ვუხდი Tiny.Ge - რაღაცნაირი ბლოგი - ს









კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1771 | დაამატა: allfile | ტეგები: internet, ოჯახი, day off, www.tiny.ge, განრიგი, Cyber, ნარკომანი, კიბერ ნარკომანი, დოზა, ჰულა-ჰუპი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar