მთავარი » 2009 » დეკემბერი » 9 » თბილისში მედვედევის გულწრფელობის არ სჯერათ
7:41 PM
თბილისში მედვედევის გულწრფელობის არ სჯერათ

თბილისში მედვედევის გულწრფელობის არ სჯერათ
09.12.09 18:20

მედიაფორუმზე გაკეთებულ დიმიტრი მედვედევის განცხადებას პირველი გამოხმაურებები უკვე მოჰყვა მთავრობის სხდომაზე. რუსეთის პრეზიდენტის ორაზროვან გამონათქვამებს, რომ შესაძლებელია საქრთველოსთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა, თბილსში არარეალურს უწოდებენ და ნაკლებად სჯერათ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების გულწრფელობის.

პოლიტიკოსების თქმით, არ შეიძლება დაუჯერო ადამიანს, რომელიც ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც მის მიერ ოკუპირებულია საქართვლოს 25%. მათი განცხადებით, თუ მედვედევს მართლა სურს ურთიერთობების აღდგენა, მაშინ მან ეს სწორედ საქართველოს დეოკუპაციით უნდა დაიწყოს. 

მედვედევის განცხადებას დღეს ასევე გამოეხმაურა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაც. მთავობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი დამკვირვებლები გააგზავნოს ოკუპირებულ აფხაზეთში 12 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებზე, მიუთითებს, რომ მედვედევის განცხადება გულწრფელი არ არის. 

`რუსეთს ურთიერთობების ნორმალიზაცია თუ უნდა, საიდანაც უნდა, იქიდან დაიწყოს, მხოლოდ დაამთავროს ერთით - ქვეყნის დეოკუპაციით,` - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა. 

`ეს კიდევ ერთი მორიგი უკანონო ნაბიჯია, რომელსაც ახორცილებს რუსეთის ფედერაცია. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამის მკაცრ რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე. რუსეთი, ჩემი აზრით, არც თუ სახარბილეო პირობებში აღმოჩნდება მომავალში,` - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ. 





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1438 | დაამატა: marry | ტეგები: სჯერათ, გულწრფელობის, თბილისში, არ, მედვედევის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar