მთავარი » 2009 » დეკემბერი » 8 » კოჟრი (მაზოლი)
10:58 PM
კოჟრი (მაზოლი)

http://med.interes.ge/img/kojri.jpg



კოჟრი გავრცელებული დაავადებაა და მუდმივი ტრავმატიზაციის შედეგია. იგი უფრო ხშირია ფეხისგულებზე, განსაკუთრებით ზურგით ზედაპირზე. კოჟრი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, მკვრივი, შეხებისას მტკივნეული, ყვითელი ფერის გასქელებული კანით დაფარული. ზოგჯერ კოჟრის ანთება და დაჩირქება ვითარდება.

კოჟრის მოცილება უკეთესია სპეციალიზებულ კაბინეტში. შინაურ პირობებში ექიმის დანიშნულებით კოჟრზე შეიძლება წაისვათ კოლოდიუმი - 10%,რძისმჟავა ან სალიცილმჟავა, ანდა დაიდოთ საკოჟრე სალბუნი. დარბილებული რქოვანა მასის მოცილების შემდეგ საჭიროა A ვიტამინის შემცველი კრემის წასმა.

ხალხური მედიცინა კოჟრების (მაზოლი) მოსაცილებლად


ხ ა ხ ვ ი
ა) შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე, არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას.
ბ) იღებენ ხახვს, აცლიან კანს და დებენ ძმარში ორად გაჭრილს. აჩერებენ 1 დღე-ღამეს თბილ ადგილას. იღებენ ხახვის ერთ ფოთოლს და იდებენ კოჟრზე. ფოთოლს ცვლიან დღეში ორჯერ.

ნ ი ო რ ი
ნიორს ხარშავენ რძეში და იდებენ კოჟრებზე ან შემწვარ ნიორს აქცევენ ფაფად და ურევენ ზეითუნის ზეთში. წინასწარ მაზოლიან ადგილს ალბობენ სოდიან წყალში.

ლ ი მ ო ნ ი
ძილის წინ იკეთებენ მაზოლიანი ადგილის ცხელ აბაზანას, შემდეგ ჭრიან ლიმონს ისე, რომ ქერქს ჰქონდეს რბილობიც და რბილობიანი მხრიდან იდებენ გამაგრებულ ადგილზე. იხვევენ და 2-5 დღის შემდეგ იმეორებენ პროცედურას ბოლოს კვლავ ცხელ წყალში ალბობენ მაზოლს და ფრთხილად აგდებენ ბუდიანად.

ლ ე ღ ვ ი
ლეღვს ღეჭავენ უზმოზე და იდებენ მაზოლზე. ცვლიან ყოველდღიურად.

ა ლ ო ე
ღამე მაზოლზე იდებენ ალოეს ფოთოლს და იხვევენ.

კ ვ ე რ ც ხი
ჭიქაში ასხამენ ძმარს, დებენ ახალ კვერცხს. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებულ მალამოს ისვამენ მხოლოდ მაზოლზე და იხვევენ.

დ ი ნ დ გ ე ლ ი
ყველაზე მოხერხებულ საშუალებად მიგვაჩნია მაზოლზე დინდგელის დადება. რამდენიმე დღეში მაზოლი ამოვარდება.

ძალიან მტკივნეული კოჟრისათვის

თუ მაზოლი ვერტიკალური ღერძითაა, ის ძალიან მტკივნეულია. მისი ამოწევა - ამოგდება ხდება ხალხური მედიცინის უცნაური საშუალებით. მაზოლზე იდებენ ლენტას (ელექტროსადენებზე გადასახვევი). ის ძლიერ ქაჩავს მაზოლს და აგდებს. როდესაც გახმება ლენტა, შეცვლიან. ამ პროცედურის დაწყებამდე უმჯობესია მაზოლი დალბეს სოდიანი წყლით და რბილი კრემით.

აბაზანა მაზოლის ამოსაგდებად

ინგლისურ მარილს ხსნიან თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანას მაზოლიან ფეხზე, ყოველ დღე 10-15 დღის განმავლობაში. აბაზანის შემდეგ კი ისვამენ ვაზელინს და პემზის ქვით იხეხავენ. რეკომენდებულია მაზოლს წაუსვათ აგრეთვე ქაფურის სპირტი.









კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 15330 | დაამატა: allfile | ტეგები: ალოე, კოჟრი, მაზოლი, რძისმჟავა, mazoli, დაკოჟრილი კანი, სალიცილმჟავა, დაჩირქება, ტრავმატიზაცია, kojri | რეიტინგი: 3.4/5
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 natia • 10:21 PM, 2012-10-23
mogesalmebit..fexze gamichnda mazolebi,tavidan aftiakshi mirchies specialuri mazolis santaviki magram ar mishvela,shemdeg sitxe shevidzine 2 dge eg sitxe wavisvi shemdeg da titkos da kani damiwva,mazoli movashore,magram exla damrcha silurjeebi da ver movirchine bolomde,dzalin vnerviulob imito ro dzalian ushnod makvs fexze,shegidzliat rame mirchiot?
ComForm">
avatar