მთავარი » 2009 » დეკემბერი » 7 » ავსტრალიაში ”ადამიანი ობობა” დააპატიმრეს
2:32 PM
ავსტრალიაში ”ადამიანი ობობა” დააპატიმრეს


ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მოხდა უჩვეულო შემთხვევა. ფრანგი ალპინისტი ალენ რობერი (Alan Rober) ავიდა ცათამბჯენზე, რომელიც 41 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ეს მოხდა დღისით მზისით, სამუშაო დღის დროს, შენობაში მომუშავე პერსონალი გაკვირვებული იყო უჩვეულო სანახაობით.


აგრეთვე 200-მდე გამვლელი ადევნებდა თვალყურს შენობის ძირიდან. პოლიციამ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დააკავეს ”ადამიანი ობობა”, მას შემდეგ რაც მან დაამთავრა ასვლა შენობის ფასადზე. ალპინისტისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, ის უკვე ასულია მსოფლიოში რამოდენიმე ცათამბჯენზე და მას ზედმეტ სახელად ”ადამიანი ობობა” ამიტომაც შეარქვეს. სხვა ალპინისტებისაგან განსხვავებით ალენი გადაადგილდება ცათამნჯენზე, დამზღვევი თოკის გარეშე და სხვადასხვა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშეც კი. ჰობიც ამასც ჰქვია. ზოგი აგროვებს საფოსტო მარკებს, აზარტულ თამაშებს ხოლო ალენის ჰობია მსოფლიოს ყველა ცათამბჯენზე ავიდეს. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ალპინისტი ცდილობს მიიპყროს მსოფლიოს ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემის შესახებ. ის ცათამბჯენზე ასვლის შემდეგ კიდებს პლაკატს ფასადზე. რაც შეეხება ცოცვის ტექნიკას, შუშის ფასადზე ასასვლელად ის იყენებს სპეციალურ ვაკუმურ მისაკრობ სახელურებს, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები.









კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1362 | დაამატა: allfile | ტეგები: ადამიანი ობობა, დააპატიმრეს, ავსტრალიაში, Spider Man, დაპატიმრება, ავსტრალია, Alan Rober, სიდნეი, ავსტრალიელი, Sidney | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar