მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 25 » აფხაზეთი რუსულ ობიექტივში
1:28 PM
აფხაზეთი რუსულ ობიექტივში
 

ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ…

ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი - მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ.

დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი გაგრის, სოხუმის და პიცუნდის კადრების ნახვა მსგავსი ობიექტური წყაროდან. მაშინ, როდესაც რეალური და სანდო ინფორმაციის მიღება იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, ძალიან რთულია. ინფორმაციულ ომში ვართო და, ჩვენი მხარე სულ ცდილობს გაამუქოს აფხაზეთის მდგომარეობა, რუსული მხარე კი, პირიქით - მეორე ჰავაის კუნძულებს ქმნის აფხაზური კურორტებიდან.

ამ ვიზიტის ორიგინალი ბლოგ-პოსტის ნახვა აქ შეგიძლიათ. მისი სრული ვერსია კი, ქართულად ნათარგმნი კომენტარებით, ქვევითაა მოთავსებული.

მაშ ასე, ლებედევის ვიზიტი აფხაზეთში:
(ყველა უფლება ფოტოებზე ეკუთვნის არტიომ ლებედევს)


 

აფხაზეთში მოსახვედრად საკმარისია ჩაფრინდე სოჭში, აიყვანო ტაქსი „საზღვრამდე“ და ზუსტად ნახევარ საათში საზღვრის მიღმა იქნები.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

შემდეგ კი უკვე ახალი ტაქსით უნდა განაგრძო გზა. თუმცა, არის ჩამოსვლის მეორე ვარიანტიც - პერიოდულად სოჭიდან აქ მატარებელი დადის ოთხ-ოთხი ვაგონით, რომელსაც მოსკოვის მატარებელს ხსნიან ხოლმე.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ბავშვობაში აქ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. მაშინ ამ ადგილებს „აფხაზეთს“ არავინ ეძახდა, უბრალოდ ამბობდნენ - „სამხრეთისკენ წავიდეთო“. მას მერე აქაურობამ შესამჩნევად დაკარგა ტურისტული ღირებულება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

გაგრა
საკმაოდ მიყრუებული ადგილია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ქალაქში ზუსტად ერთი შუქნიშანია. და ისიც არ მუშაობს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

პიცუნდა
ეს ქალაქი საერთოდ არაა, მთელი პიცუნდა უბრალოდ სანატორიუმების სანაპიროებია. თავის დროზე, აქ დასასვენებლად მოხვედრა საკმაოდ ძნელი იყო. დიდი ხორცის მაღაზიის დირექტორი უნდა ყოფილიყავი, როგორც მინიმუმ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

გუდაუთა
ტიპიური აფხაზური ნაგვის ურნა. ყველა ქალაქში შეიძლება ასეთების ნახვა.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ ზღვაა. თუმცა, დიდად არავის აღელვებს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მაღაზიაში საქონელი ისეა გამოფენილი, წინა საუკუნე გეგონება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

წარწერა საპარიკმახეროში ბოლომდე მყარად დგომას მოგვიწოდებს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აფხაზეთში 15 წლის წინ ომი იყო, რომელსაც დღემდე ვერ ივიწყებენ. ომზე დილიდან საღამომდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში საუბრობენ.
მაშინ დაღუპულებს დიდ სამამულო ომში მებრძლოების მსგავსად მოიხსენიებენ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

სოხუმი
მთელი საბჭოთა სამხედრო-პატრიოტული რიტორიკა წარმატებითაა ადაპტირებული ადგილობრივ პირობებთან.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

კი, ნამდვილად იყო ომი.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

კი, ყველაფერი დანგრეულია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

და გარშემო სრული ქაოსია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მაგრამ ეს ყველაფერი 15 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები ქვეყნის აღდგენას არ ჩქარობენ, თითქოს სიამოვნებთ ნანგრევებში ცხოვრება და ვინმეს ლოდინი, ვინც მოვა და ყველაფერს თავისით აღადგენს, როგორც ადრე.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ასევე საინტერესოა, რომ ქალაქ სოხუმს ახლა „Сухум“ ქვია, „Сухуми“-ის მაგივრად. ხაჭაპურს კი აქ ახლა „хачапур“-ად მოიხსენიებენ, „хачапури“-ს ნაცვლად. კიდურა „и“-ს აქტიურად ებრძვიან.

სოხუმში ერთი ახალი შუქნიშანი დაუდგამთ.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

წყლის მწარმოებლები ერთმანეთს იდიოტიზმში ეჯიბრებიან. ერთი „ბროლივით სუფთა წყალს“ გვთავაზობს.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

მეორე კი, სიტყვა „жесть“-ზე ამახვილებს ყურადღებას.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

ოჩამჩირე
ოჩამჩირე იმ საზღვრის მიღმა მდებარეობს, სანამდეც რუსი ტურისტები დადიან ხოლმე. ამიტომ, აქაურობა განსაკუთრებითაა მიგდებული.
აი მაგალითად, ბუნებრივი ცხელი წლის წყარო.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

საბჭოთა დროიდან ტაქსაფონის ნახევარჯიხური შემორჩენილა.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ შემოსულებს თავიდანვე ცერად უყურებენ - დაეტიე შენ გაგრაში, გაირუჯეო.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

აქ საკეთებელი მართლაც არაფერია.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა

სახლში წასვლის დროა. მალე ექსპედიცია დაიწყება.

აფხაზეთი, გაგრა, პიცუნდა


 

სულ ეს იყო. დასკვნები - ტრადიციულად კომენტარებში :)

P.S. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ექვსი წლის წინანდელ თბილისს გადახედოს, ამავე ლებედევის ობიექტივიდან :) რას იტყვით, არაფერი გაკეთებულა მას მერე? ;)
 
 
 
 
 




კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 2611 | დაამატა: allfile | ტეგები: მოგზაურობა, გაგრა, სოხუმი, პიცუნდა, ომი, აფხაზეთი, გუდაუთა, ოჩამჩირე, ლებედევი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 bbabulia • 5:45 PM, 2009-12-11
დრო გადის ვითარდება მსოფლიო ფიტარდებით ჩვენც და გვიწყდება წარსული (ასეთ განვითარებას რაუთხარი მე)
ComForm">
avatar