მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 24 » ახალი მიღწევები პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებაში
1:32 PM
ახალი მიღწევები პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებაში
 

მკვლევარებმა გადადგეს პირველი ნაბიჯები წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსავლენად შარდის მარტივი ანალიზის გამოყენების მიმართულებით. ამის შესახებ გაცხადებულია ბრიტანულ ჟურნალში Nature.
Sarcosine-ად წოდებული ქიმიური ნივთიერების ”ანაბეჭდი” დიდი რაოდენობითაა აგრესიული ფორმის პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცის შარდში, ანუ სარკოზინი (მეთილამინოძმარმჟავა) შეიძლება ამ დაავადების ბიომარკერი იყოს.

მკვლევარებმა გამოავლინეს სარკოზინის 79%-იანი კონცენტრაცია პროსტატის მეტასტაზირებული კიბოს ნიმუშებში და 42%-იანი კონცენტრაცია ნიმუშებში, რომელიც მიუთითებს კიბოს დაავადების ადრეულ სტადიას.

სიგნალის მიმცემი მეტაბოლოტი წარმოადგენს დაავადების განვითარების უკეთეს მაჩვენებელს, ვიდრე შარდის სტანდარტული ანალიზი პროსტატის კონკრეტულ ანტიგენზე, აღნიშნავენ მეცნიერები მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მკვლევარის არულემ ჩინაიანის ხელმძღვანელობით.

მიღებული რეზულტატები უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ვიდრე შარდის ასეთი ანალიზები მიღებული იქნება დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტად.

სარკოზინის აღმოჩენამ, ასევე, შეიძლება გახსნას ახალი გზები თვით დაავადების თავიდან აცილებისთვის.

გამოყვანილ კულტურაზე სარკოზინის უბრალოდ დამატებით, მეცნიერებმა პროსტატის კეთილთვისებიანი უჯრედები ავთვისებიანად აქციეს. ეს სავარაუდოს ქმნის იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ნივთიერება თამაშობს მნიშვნელოვან როლს ინვაზიური სიმსივნეების განვითარებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცებში გავრცელების მიხედვით წინამდებარე ჯირკვლის კიბო მეექვსეა ფილტვების, კუჭის, ღვიძლის, საყლაპავისა და სწორი ნაწლავის კიბოს შემდეგ.
 
 
 
 
 




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1839 | დაამატა: allfile | ტეგები: diagnostireba, prostata, კიბო, პროსტატა, ახალი მიღწევები პროსტატის კიბოს დია, მიღწევები, პროსტატის, კიბოს, დიაგნოსტირებაში, დიაგნოსტირება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar