მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 24 » აღმოჩენილია გენი, რომელიც იცავს ადამიანებს ფილტვის კიბოსგან
1:24 PM
აღმოჩენილია გენი, რომელიც იცავს ადამიანებს ფილტვის კიბოსგან
 
 
 


ნოტინგემის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც იცავს ფილტვებს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნისგან. სწორედ ფილტვის კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას და მისი მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა კი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.
ამასთან, როგორც წესი, ადამიანები ექიმს მიმართავენ დაავადების გვიან სტადიაზე, როდესაც დახმარების აღმოჩენა უკვე ძალზე რთულია.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენი, სახელად LIMD1, თრგუნავს ფილტვის უჯრედებში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიმსივნური წარმონაქმნის ჩამოყალიბება. მაგრამ თვითონ ეს გენი არის ძალზე მგრძნობიარე ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მიმართ. უფრო ზუსტად, ის განიცდის მუდმივ დეგრადაციას თამბაქოს ბოლის ზემოქმედების შედეგად. გენის დეგრადაცია კი ითვლება ფილტვის კიბოს შესაძლო განვითარების პირველ სიგნალად. ამიტომ მასზე დაკვირვება ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას.
 
 
 
 
 




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1521 | დაამატა: allfile | ტეგები: აღმოჩენილია, კიბოსგან, გენი, kibo, ადამიანებს, იცავს, filtvi, geni, ფილტვის, genebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar