მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 23 » გალაკტიონ ტაბიძე - უკანასკნელი მატარებელი
9:57 PM
გალაკტიონ ტაბიძე - უკანასკნელი მატარებელი
 

ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.

ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა,
რა საჭიროა ახლა გოდება,
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?
 
 
 
 
 




კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 2177 | დაამატა: allfile | ტეგები: უკანასკნელი მატარებელი, გალაკტიონ ტაბიძე, ტაბიძე, მატარებელი, გალაკტიონ, უკანასკნელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar