11:22 PM წ. თეოდორა კონსტანტინეპოლელის ნაამბობი საზვერეების შესახებ | |
ეს ყველამ წაიკითხეთ
წ. თეოდორა კონსტანტინეპოლელის ნაამბობი საზვერეების შესახებ წმ. თეოდორა კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვილი იყო, შემდეგ დაქვრივდა და ღრმრთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა – გლახაკებსა და მოგზაურებს ემსახურებოდა. ბოლოს მონაზვნობა მიიღო და ღირსი ბასილი ახლის (ხსენება 26 მარტს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. როდესაც თეოდორა გარდაიცვალა, წმ. ბასილი ახლის მოწაფე, გრიგოლი ევედრა მოძღვარს, წმინდა მონაზვნის იმსოფლიური ხვედრი ეუწყებინა მისთვის. მისი ვედრებით და ბასილი ახლის ლოცვით გრიგოლს ძილში საოცარი ხილვა ეჩვენა: იგი აღმოჩნდა საოცარ, მშვენიერ ბაღში, სადაც თეოდორას შეხვდა და გამიკითხა ყველაფერი, რაც აინტერესებდა. წმინდანმა უთხრა: `საყვარელო შვილო, არ ძალმიძს მოგიყვე ყოველივე, რაც თავს გადამხდა. იმგვარ შიშსა და ძრწოლას განვიცდი, ბევრი რამ დამავიწყდა, მით უფრო, რომ ისეთი სახეები ვნახე და ისეთი ხმები მოვისმინე, აქამდე არც არსად მინახავს და არც არსად სმენია. ერთი კი შემიძლია გითხრა: წარწყმენდა მელოდა ჩემი საქმეებისთვის, ჩვენი მამის, ბასილის ლოცვა რომ არ შემწეოდა. მისი ლოცვით სიკვდილის სიმძიმე შემიმსუბუქდა~. ბოლოს სიკვდილიც მოვიდა, მან რაღაც ჩაასხა თასში და წმინდანს დაალევინა, მერე კი დანა აიღო და თავი მოკვეთა . იმ წუთას საშინლი სიმწარე ვიგრძენი, შვილო~, – განაგრძო წმ. თეოდორამ – `სიკვდილმა სული ამომართვა და ისიც ისე სწრფად გაეყარა სხეულს, როგორც ჩიტი წყდება ადგილს,ღირსი თეოდორას სული ნათლით მოსილმა ანგელოზებმა აიტაცეს და მასთან ერთად ზეცისაკენ გაფრინდნენ, სხეული კი დარჩა გახდილი სამოსელივით. მაშინ ბოროტი სულები კვლავ მიუახლოვდნენ მათ და უთხრეს ანგოლოზებს: `ჩვენ ბევრი მისი ცოდვა ვიცით, პასუხი აგეთ მათზე~. ანგელოზებმა გაიხსენეს წმინდანის ყველა კეთილი საქმე: მოწყალება, მოთმინება, მშვიდობისმოყვარობა, სიმდაბლე. მარხვა და მარავალი სხვა. ამ დროს ღირსი ბასილი ახალიც გამოჩნდა და უთხრა ანგელოზებს: “მფარველნო ჩემნო, ეს სული მე მემსახურებოდა, ჩემს სიბერესა დაუძლურებას შეეწეოდა. ღმერთს ვევედრე მისთვის და ისმინა ჩემი~. მერე პატარა ზანდუკი მისცა ანგელოზებს და უთხრა: `როდესაც ჰაერის საზვერეების გავლა დაგჭირდებათ, გამოისყიდეთ იგი, ამოღეთ ამ ზანდუკიდან განძი და მიეცით ბოროტ სულებს.”. როდესაც მესამე საზვერეს – განკიხვისა და ცილისწამების საზვერეს მიადგნენ, წინ უხუცესი ეშმაკი წარმოსდგა და დაიწყო მოყოლა, თუ ვის, სად და როგორ დასწამა ცილი ღირსმა თეოდორამ. ბევრი ტყულიც თქვეს, მაგრამ საკვირველი ის იყო, რა ზუსტად ახსოვდათ ეშმაკებს ყველაფერი, რაც თვითონ წმიდან დავიწყებული ქონდა. იციან თუ არა მიწაზე მცხოვრებმებმა ადამიანებმა, რა ელით აქ სიკვდილის შემდეგ?_ ჰკითხა ღირსმა თეოდორამ ანგელოზებს. დიახ, იციან, მაგრამ ამა სოფლის სიამენი იმდენად იპყრობს მთელ მათ ყურადღებას, რომ უნებლიეთ ავიწყდებათ, რა ელით კუბოს ფიცარს იქით. ნეტავი მათ, ვისაც ახსოვს წმიდა წერილი, ვინც მოწყალებას გასცემს და აგროვებს სხვა სათნოებებს, რომლებიც შემდეგ სამუდამო სატანჯველისაგან იხსნის. და ვაი მას, ვინც უზუნველად ცხოვრობს, თითქოს უკვდავი იყოს, და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა ჭამოს და როგორ დაიკამყოფილოს ამპარტავნების ჭია. თუ უცაბედმა სიკვდილმა უწია, საუკუნო წარწყმენდა ელის, რადგან არავითარი კეთილი საქმე არ გაჰყვება შემწედ. ამ ადამიანთა სულებს სასტიკად გევემენ ეშმაკები საზვერეებში და მერე ჯოჯოხეთში ჩააგდებენ იესო ქრისტეს მეორე მოსვლამდე. შენც ეს მოგელოდა, თეოდორა, ღირსი ბასილი რომ არ შეგწეოდა. ამ საუბარში მიაღწიეს მეხუთე, სიზარმაცის საზვერეს, სადაც ცოდვილნი უქმად გატარებული ყოველი დღისა და საათისათვის აგებენ პასუხს. აქვე განიკითხება საერო თუ სასულიერო პირთა მოწყინება და საკუთარი სულის ცხონებისათვის უზრუნველობა. აქედან ბევრი უფსკრულში ცვივა. ანგელოზებმა წმ. ბასილის ზანდუკიდან შეავსეს ღირსი თეოდორას ნაკლოვანებები და გზა განაგრძეს. მერვე საზვერის – ანგარების მცველები, რომლებიც მექრთამეობასა და მლიქვნელობას სჯიან, სიმწრისაგან კბილების ღრჭენას მოჰყვნენ, რადგან ღირს თეოდრას ვერაფერში გამოედავებოდნენ. მეთოტხმეტე, ავაზაკობის საზვერეში ტანჯავენ ყველას, ვინც ვინმეს ოდესმე გაბრაზებულმა ხელი ჰკრა, სილა გააწნა ან იარაღი იხმრა- ამ საზვერესაც მშვიდობით გასცდნენ. მეთხუთმეტე საზვერესთან აღმოჩნდენენ რომელშიც ჯადოქრობა, მკითხაობა, გრძნეულება და ეშმაკის გამოძახება განიკითხება. იქაურ სულებს გველის სახე აქვთ, მათი მიზანი ადამიანი ცდუნება და გარყვნაა. ღმერთის მადლით, ღირსმა თეოდორამ ამ საზვერესაც მალე დააღწია თავი. შემდეგ მან ჰკითხა ანგელოზებს, ყოველი ციდვისთვის ასე გამოიცდება კაცი, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია, თუ შესაძლებელია სრული გაწმენდა ცოდვებისგან, რათა საზვერეებში აღარ იტანჯოსო. ანგელოზებმა უპასუხეს, რომ ყველა ასე როდი იტანჯება საზვერეებში, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც წმ. თეოდორას მსგავსად სიკვდილის წინ გულწრფელად არ იყო აღსარებაში. შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მეთექვსმეტე საზვერეს – სიძვისას. მის მცველებს დიდად გაუკვირდათ, რომ წმინდანმა დაუბრკოლებლივ მიაღწია იქამდე. ღირსი თეოდორას ცოდვების ჩამოთლისას მათ ბევრი ტყუილი ბრალდებაც მოიგონეს, თან სახლებსა და ადგილებსაც იმოწმებდნენ. ასევე მოიქცნენ მეჩვიდმეტე საზვერეთის მრუშობის მსახურნი. მეთვრამეტე საზვერეს – სოდომის ცოდვისას, სადაც სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ, მოციქულთა თქმით, ლაპარაკიც კი სამარცხვინოა, წმიდანი სწრაფად გასცდა. ანგელოზებმა უთხრეს: `შენ ახლა საშინელი და საძაგელი სიძვის საზვერე განვლე – იცოდე, იშვიათია სული, მათ რომ გადაურჩეს. მთელი სოფელი ცთუნებასა და არაწმიდების ჭაობშია ჩაფლული, თითქმის ყველა ადამიანი სიძვას ჰყავს დამონებული: `შეყოფად არს მომგონებლობაი კაცისა მისწრაფებით ბოროტთა სიჭაბუკითგან მისით~ (დაბ. 8, 21). ცოტანი სძლევენ ხორციელ ვნებებს და ცოტანი გადიან თავისუფლად ამ საზვერეებს, მათი მსახურნი კი იქადიან, რომ ისინი უფრო მეტ ხალხს ყრიან ჯოჯოხეთის ჯურღმულში, ვიდრე ყველა საზვერე – ერთად. მადლობა შესწირე ღმერთს, თეოდორა, რომ შენი მამის ლოცვით გასცდი მათ, აწ უკვე აღარაფრის გეშინოდეს~. მეცხრამეტე საზვერეში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი მწვალებლობა ისჯება, წმინდანს ვერაფერი დასწამეს. ბოლო, მეოცე საზვერე ულმობლობისა და სისატიკისა იყო, სადაც ყველა უმოწყალო, სასტიკი და კათმოძულე იტანჯებოდა. იმ ადამინთა სულს, ვინც არ იმარხავს ღმერთის მცნებას – მოწყალე იყვენითო, აქედან ჯოჯოხეთში აგდებენ და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იქ ტოვებენ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |