4:15 PM ალექსანდრე მაკედონელის ადრეული ცხოვრება / Μέγας Αλέξανδρος | ||||
ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე ბიძაშვილი. ლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი,ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს. როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.
| ||||
|
სულ კომენტარები: 0 | |