3:43 PM გაერთიენებული ერების ორგანიზაცია - UNO | |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
ორგანიზაციის შექმნის ისტორია
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს “გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ “ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
გაეროს წესდებაგაეროს წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელშიც ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:
გაეროს სტრუქტურაგაეროს მთავარი ორგანოებია:
ორგანიზაციის ფუნქციონირებაშტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში. ოფიციალური ენები. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული. ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. “მსხვილი გადამხდელები” არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%). გაეროს წევრებიგაეროს წევრად სახელმწიფო მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 192 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |