მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22 » კიევმა შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს…
7:14 PM
კიევმა შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს…



დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიევიდან დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა უკრაინის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლო საშიშროებაზე ისაუბრა. „რადას ერთ-ერთმა წევრმა, „რეგიონების პარტიის" წარმომადგენელმა ანატოლი ტოლსტოუხოვმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინაც, რუსეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელას შემდეგ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს" - განაცხადა ნოღაიდელმა. ექსპრემიერის განცხადებით, ეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება და იმედი გამოთქვა, რომ რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ბოლომდე გაიაზრებს ამ განცხადების საშიშროებას. გარდა ამისა, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი კიევში ქართული დიასპორის იმ ნაწილს შეხვდა, რომელთაც საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებში აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება. მანვე დასძინა, რომ მათი დიდი ნაწილიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს და საქართველოში ძირეული ცვლილებების მომხრეა.





...





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1485 | დაამატა: gigto | ტეგები: ოკუპირებული, კიევმა, Politic, დამოუკიდებლობა, ტერიტორიები, საქართველო, შესაძლოა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar