მთავარი » 2009 » სექტემბერი » 19 » მრუდე ქუჩა
10:27 AM
მრუდე ქუჩა
 

მრუდე ქუჩა - FIX.GE


მწვანე თვალებზე ამოტვიფრულ სევდას,
სახის ნაკვთებზე დანალექ ცრემლებს,
გაუძლებს ვინმე შენივე ელვას?!
ვინ გაგისწორებს ნეტავ დალალებს...
იქნებ სამოთხის ანგელოზს გავხარ,
ჩუმად მომღიმარს სადღაც კუთხეში...
ან იქნებ სულაც ამორძალი ხარ,
მოხეტიალე მრუდე ქუჩებში.
ხელს კი ვარდები გიმშვენებს მუდამ,
შეგწითლებია თურმე ღაწვებიც...
ალბათ შენ ზამთრის სიცივე გსუსხავს,
შეგყვარებია თოვლის ნამქერიც.
და იმ გაყინულ მეწამულ ტუჩებს,
ასე, რომ კრთიან ამ სიცივეში,
ჩემი თვალები ასე, რომ უმზერს,
გადამალული ჩუმ სიბნელეში.
ალბათ შენ ისევ გაიფურჩქნები
გამოამჟღავნებ მზის მხურვალებას,
უწყვეტ წვიმაში გაილუმპები
ვეღარ გავუძლებთ შენს მცხუნვარებას
 
 
 
 
 
 




კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1633 | დაამატა: allfile | ტეგები: siyvaruli, ლექსი, ქუჩა, მრუდე, Fix.Ge, სიყვარული, poerty, ნიკუშა, love, ნიკოლოზი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 ivamamaca • 12:06 PM, 2009-10-24
magari bazebi xart gadmoceras rato ar uketebt?eg raga saitad itcvleba eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee xxxxxxxxxxxxxxx araferi ar icit :o :o :o
ComForm">
avatar