მთავარი » 2009 » სექტემბერი » 18 » ქეთი დოლიძე თეატრიდან წასვლას არ აპირებს
3:45 PM
ქეთი დოლიძე თეატრიდან წასვლას არ აპირებს
 

ქეთი დოლიძე თეატრიდან წასვლას არ აპირებს. განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რეჟისორი კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ თეატრში მუშაობას განაგრძობს და ყველა იმ პროექტს განახორციელებს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა.

რეჟისორის  განცხადებას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გამოეხმაურა. იგი ქეთი დოლიძეს თუმანიშვილის თეატრში რეჟისორად დარჩენას სთავაზობს.

`ეს ადამიანი თეარტში დარჩება. უბრალოდ, ხელმძღვანელი პოზიციიდან არის გათავისუფლებული. თუ სურვილი ექნება, შეუძლია, თეატრში დარჩეს და სპექტაკლები დადგას`, - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.
 
 
 
 
 




კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1690 | დაამატა: allfile | ტეგები: keti, მინისტრი, აპირებს, რურუა, ნიკოლოზ, დოლიძე, qeti, dolidze, თეატრი, ქეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar