მთავარი » 2009 » სექტემბერი » 18 » ბაღაფში ქართველი `მეკობრეების` განადგურებით იმუქრება
3:36 PM
ბაღაფში ქართველი `მეკობრეების` განადგურებით იმუქრება
 
 
 

`აფხაზეთი მის წყლებში მეკობრეობის უფლებას არავის მისცემს,` - ამის შესახებ სეპარტისტთა ლიდერმა აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების წვრთნის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ განაცხადა და სამხედრო ძალების მომზადება უმაღლეს დონეზე შეაფასა.

`ქართული მხარის ბოლო ქმედებები იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც მისი მხრიდან წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. საქართველოს არ შეუძლია, გაჩერდეს, რადგან ეს მისი ხელმძღვანელობის მუშაობის სტილია. არა აქვს მნიშვნელობა, მეკობრე სომალელია თუ ქართველი, - ნებისმიერი მეკობრე უნდა განადგურდეს,` განაცხადა ბაღაფშმა.

ბაღაფშის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე წვრთნა მიმართულია ზღვაზე ქართული მხარის ქმედებების აღსაკვეთად. სეპარატისტები და რუსი სამხედროები ქართული გემების დასაკავებლად სამდღიან წვრთნას მართავენ. მასში რუსული სამხედრო ვერტმფრენები და გემები მონაწილეობენ. ინფორმაცია აფხაზეთის ტელევიზიამ გაავრცელა.
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1427 | დაამატა: allfile | ტეგები: აფხაზეთი, განადგურებით, მეკობრეების, შეიარაღებული ძალები, ბაღაფში, სეპარატისტები, იმუქრება, სამხედრო, ქართველი, სეპარატისტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar