მთავარი » 2009 სექტემბერი 18 » ლეიბორისტული პარტიის დაკავებული წევრები გაათავისუფლეს
3:24 PM ლეიბორისტული პარტიის დაკავებული წევრები გაათავისუფლეს | |
ლეიბორისტული პარტიის წევრები და პარტიის ლიდერის დაცვის რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ისინი გუშინ საღამოს საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. დიღომში, აგრარული უნივერსიტეტის მახლობლად შრომის პარტია ნარგავების უკანონოდ გაჩეხვას აპროტესტებდა. აქციას პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ამ მიზეზით კი ლეიბორისტული პარტიის ორი წევრი და შალვა ნათელაშვილის დაცვის სამი წევრი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თვითმხილველების დაკითხვა დღეს ისევ განახლდება. დაკავებული იყვნენ შალვა ნათელაშვილის დაცვის წევრები: გია კავთელიშვილი, თემურ წიკლაური და გიორგი ბოჭოიძე. ასევე პარტიის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი, გენერალური საბჭოს წევრი ზურაბ ლომია და დიდუბის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა ჩოხელი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |