მთავარი » 2009 » სექტემბერი » 18 » Red Bull X-Fighters Exhibition Tour / აბსოლუტური სიგიჟე ჰაერში
0:40 AM
Red Bull X-Fighters Exhibition Tour / აბსოლუტური სიგიჟე ჰაერში
 


 

 

2009 წლის 19 სექტემბერს თბილისი არაჩვეულებრივი შოუს მომსწრე გახდება. ცნობილი ევროპელი მოტოციკლისტები თავბრუდამხვევი ილეთების შესასრულებლად თავისუფლების მოედანზე ცაში აიჭრებიან. Red Bull X-fighters Exhibition Tour-ი სრულიად ახალი სანახაობაა, რომელიც თბილისელებს მხოლოდ ტელეეკრანზე თუ უნახავთ.


ეს პირველი ფრისთაილ შოუა კავკასიაში (FMX). ფრისთაილის ვარსკვლავების მონაწილეობით ეს შოუ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ღედ Bულლ X-ფიგტერს-ის მხარდასაჭერად იმართება. თბილისელებს საშუალება მიეცემათ საკუთარი თვალით იხილონ ის, რაც ღედ Bულლ X-ფიგტერს-ის მოყვარულებს ნანახი აქვთ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ეს შოუ რეგულარულად ტარდება. ეს იქნება ცის კაბადონზე შესრულებული გამაოგნებელი ტრიუკები და ილეთები!


RED BULL X-FIGHTERS - ის ისტორია


ფრისთაილ მოტოკროსი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, ტრადიციული მოტოკროსიდან წარმოიშვა, როცა ტრადიციული შეჯიბრის დროს მაყურებლის გასართობად პატარა შოუებს აწყობდნენ. მაყურებელი მქუხარე ოვაციით ხვდებოდა არასტანდარტულ ტრიუკებს. 90-იან წლებში ტრიუკებს მეტი არტისტიზმი შეემატა და საგრძნობლად გართულდა, ეს უკვე მხოლოდ გასართობი სანახაობა აღარ იყო, იგი დამოუკიდებელ სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა, ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და კვლავაც ვითარდება. ტრიუკები, რომლებითაც მრბოლელები ადრე ტურნირებს იგებდნენ, ახლა მხოლოდ კვალიფიკაციის გასავლელად თუ იკმარებს. რაიდერები სულ ახალ-ახალ ტრიუკებს იგონებენ. მათ თავიანთი რეკორდები და ლეგენდები აქვთ. ერთ-ერთ ასეთ, ყველაზე შთამბეჭდავ ლეგენდად ამერიკელი ტრევის პასტრანის ამბავი იქცა. 2006 წელს მან უჩვეულოდ რთული, წარმოუდგენელი ილეთი შეასრულა: ორმაგი  სალტო უკან. მისი შედეგის მიღწევას რაიდერები დღესაც ამაოდ ცდილობენ. ღედ Bულლ X-ფიგჰტერს-ის ტურნირი ტრადიციულად კორიდის არენაზე ტარდება. მისი პირველი გამარჯვებული 2001 წელს მაიკ @”შეშლილი” ჯოუნსი გახდა. მან თავისი ცნობილი ბრუნი შეასრულა და გამარჯვებულმა წარმოთქვა: “დღეს ხარმა გაიმარჯვა”. უკვე მეშვიდე წელია უძლიერესი მოტორაიდერები ცდილობენ ღედ Bულლ X-ფიგჰტერს-ის შეჯიბრში ფრთა შეასხან ოცნებას იფრინოს. მაყურებელი კი უდიდესი ინტერესით აკვირდება უშიშარი მოტოციკლისტების საჰაერო ბრძოლას.


წელს მიმზიდველი, თავბრუდამხვევი RED BULL X-FIGHTERS-ის შოუს მაყურებელი საქართველოს მოსახლეობაც გახდება.

 

 

მონაწილეები


დედამიწის მიზიდულობის კანონის წინააღმდეგ საჰაერო `ჯვაროსნულ ლაშქრობას~ მოაწყობენ თბილისში ნიკ ფრანკლინი, მორგან კარლსონი და სტივენ სტუივენი. Eეს ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის “FMX 4ever”-ის სახეები არიან. გუნდს ხელმძღვანელობს ჯიმი ვერბურგი, რომელმაც მოახერხა და ისეთი ადამიანების გუნდი შეკრიბა, ვისთვისაც –ფრისთაილ მოტოკროსი არა მხოლოდ პროფესიას, არამედ ცხოვრების აზრს წარმოადგენს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ექსტრიმის სამყაროში უკვე ვარსკვლავებად იქცნენ და მათი მიღწევები FMX-ის ანბანად ითვლება. მაგალითად, ამერიკელი რონი რენერი და შვეიცარიელი მეტ რიბო, რომლებმაც არაერთგზის მოიპოვეს გამარჯვება RED BULL X-FIGHTERS-ის ტურნირებში.


ნიკ ფრანკლინი (Nick Franklin)


ასაკი: 28 წლის


წარმოშობა: ახალი ზელანდია, ოკლენდი


მოტოციკლის მოდელი: KTM


რით ამაყობს: ახალი ზელანდიის სამგზის ჩემპიონი, ხშირად სტუმრობს ევროპას, სადაც ისეთი რანგის ტურნირებში მონაწილეობს, როგორიცაა RED BULL X-FIGHTERS (მე-3 ადგილი). მის არსენალშია ურთულესი ტრიუკები – «მკვდარი», უხელო «სუპერმენი» და «მცოცავი».


მორგან კარლსონი (Morgan Carlsson)

 

ასაკი: 29 წლის


წარმოშობა: შვედეთი, სტოკჰოლმი


მოტოციკლის მოდელი: შუზუკი


რით ამაყობს: მისი მტკიცებით, ჯერ არ შეუსრულებია `ხარტის იერიშზე~ მაგარი ტრიუკი, როცა ცალი ხელი საჭეზე უდევს, მთელი ტანი კი სრულიად მოწყვეტილია მოტოციკლს. ამ საქმის სპეციალისტები მორგანს `თავნება კატას~ ეძახიან. ის დემონსტრაციულად უარყოფს მასშტაბურ ტურნირებს და მხოლოდ იქ გამოდის, სადაც თავად მოისურვებს. ამიტომაც, ყველა შოუსა და ტურნირის ორგანიზატორს უხარია, თუ კარლსონი მის ტურნირზე გამოსვლას თანხმდება. გაოგნებული მაყურებელი კი თვალს ვერ წყვეტს ცაში აჭრილ მორგანს. ის ნამდვილ კლასს თავისუფლების მოედანზეც აჩვენებს.


სტივენ სტუივენი (Steven Stuyven)

 

ასაკი: 27


წარმოშობა: ბელგია


მოტოციკლის მოდელი: KTM


რით ამაყობს: ევროპის მოტოკროსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ფრისთაილ მოტოკროსში. სტივენი არა მარტო შესანიშნავი რაიდერი, არამედ ნიჭიერი მხატვარიცაა. ის კომპანია “Stoica Graffix”-ის მფლობელია, რომელიც ჩაფხუტების და ბაიკების დიზაინს ქმნის. 19 სექტემბერს სტივენი თბილისის ზეცას დაიპყრობს.


ჩვენი სტუმრები


Drum Ecstasy – “ცოცხალი” ჯგუფი, რომელიც უკრავს მძიმე საცეკვაო მუსიკას ბას გიტარის სხვადასხვა ხმების გამოყენებით. გიტარას თან ახლავს სამი დრამი (დოლი). ზოგ კომპოზიციებში გამოიყენება ელექტროხერხისა და ელექტროდრელის ხმები და ეფექტები.


Drum Ecstasy მოქმედებს 1993 წლიდან. ჯგუფი უკრავს ალტერნატიულ და საცეკვაო ტიპის კლუბებში, ასევე დიდ შოუებსა და პრეზენტაციებზე. ამ კოლექტივის მუსიკა გამოყენებული იყო ისეთ ბლოქბასტერებში, როგორიცაა “ღამის გუშაგი” და “დღის გუშაგი”.


Drum Ecstasy-ს აქვს ჩატარებული კონცერტები ევროპის და დსთ-ს ქვეყნების ყველაზე ცნობილ კლუბებში. 19 სექტემბერს Dრუმ Eცსტასყ-ს დასარტყამები გაარღვევენ თბილისის ჰაერს.


საინფორმაციო მხარდაჭერა


ფორტუნა +, ავტორადიო


აკრედითაციის მიღება


Red Bull X-Fighters Exhibition Tour-ის ოფიციალური ფოტოგრაფია – გამოცდილი ოსტატი დენის KLERO. KLERO-მ დაიწყო თავისი პროფესიონალური კარიერა 2005 წელს და მალევე აღმოაჩინა საკუთარ თავში ინტერესი სპორტული და ექსტრემალური ღონისძიებების გადაღების მიმართ. დენის KLERO ბევრს მოგზაურობს, წელს კი მის მარშრუტში საქართველოც შედის.


RED BULL X-FIGHTERS ტელეეკრანებზე


ღონისძიების პირდაპირი ტრანსლიაცია იხილეთ რუსთავი 2-ის არხზე.


ტრიუკების აღწერა


მსოფლიო მოტოკროსის ვარსკვლავების საფირმო ტრიუკები სულ უფრო იხვეწება და ყოველწლიურად სულ უფრო დაუჯერებლად გამოიყურება. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანს ორმაგი ბექფლიპის (სალტო უკან) შესრულება შეეძლო, მაგრამ ამერიკელმა რაიდერმა ტრევის პასტრანმა 2006 წელს ეს შეძლო. ჯერჯერობით ტრიუკი ვერავინ გაიმეორა, თუმცა, მხოლოდ ჯერჯერობით.


BACK FLIP (სალტო უკან)

 

ამ ტრიუკის დროს სპორტსმენმა მოტოციკლით ვერტიკალური ღერძის გარშემო ჰაერში წრიული ბრუნი უნდა შეასრულოს.
ზოზინა


სპორტსმენს ფეხები მოტოციკლის საჭის ქვეშ აქვს ამოდებული, მთელი ტანით კი მოტოციკლის კორპუსზეა გადაწოლილი რაც შეიძლება ქვემოთ, ამავდროულად ხელები თავს ზემოთ აქვს აწეული.


მცოცავი


მრბოლელი აბსოლუტურად მოწყვეტილია მოტოციკლს და მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება საჭეს; ამ დროს სპორტსმენს ხელები თავს ზემოთ აქვს აწეული და ცდილობს მაქსიმალურად გაიმართოს ჰაერში.
ცუნამი


სანამ მოტოციკლი მრბოლელისადმი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ის საჭეზე ხელებდაყრდნობილი ჰაერში ყირას ჭიმავს.


სუპერმენი


მრბოლელი მოტოციკლის კორპუსის უკან ჭიმავს ფეხებს და კინოპერსონაჟის, მფრინავი სუპერმენის პოზას იღებს.


2008 წელს გერმანიაში გამართული Red Bull X-Fighters Exhibition Tour-ის ვიდეო

 

 

 
 

 

 

 

 




კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1897 | დაამატა: allfile | ტეგები: თავისუფლების მოედანი, ჰაერში, 21:00, X-Fighters, თბილისი, აბსოლუტური, Red Bull, სიგიჟე, Exhibition Tour, 19 სექტემბერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar