მთავარი » 2009 » აგვისტო » 31 » Toyota Land Cruiser Prado ახალი დიზაინით
6:23 PM
Toyota Land Cruiser Prado ახალი დიზაინით
 

http://img3.immage.de/30082f66e1.jpg

 
 
  • გლობალურ ქსელში გამოჩნდა განახლებული Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი ფოტოები, როგორც ზოგიერთი გამოცემა იუწყება ფოტოები დასკანირებულია იაპონური კონცერნის ბროშურიდან.
    თუ გამოსახულებებს დავუჯერებთ, 2010 სამოდელო წლის Toyota Land Cruiser Prado მიიღებს წინა ნაწილის სხვაგვარ გაფორმებას, ექნება ახალი ფარები, მოდერნიზებული ბამპერი, რადიატორის შეცვლილი ბადე და მრგვალი ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
    მოდელის სალონი განაახლეს ახალი ხელსაწყოების პანელისა და ცენტრალური კონსოლის ხარჯზე. დიზაინერებმა შეცვალეს საჭეც, რომელზეც განათავსეს სხვადასხვა სისტემის სამართავი დამატებითი ღილაკები. ავტომობილის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ელემენტად შეიძლება ჩაითვალოს უკანა მინა მეხუთე კარზე, რომელიც დამოუკიდებლად იხსნება.

    ამჟამად მრავალ ბაზარზე Toyota Land Cruiser Prado იყიდება 249 ცხ/ძ. სიმძლავრის, 4-ლიტრიანი ბენზინის ძრავით და 173-სიმძლავრის 3-ლიტრიანი ტურბოდიზელით. მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ძრავები დაუყენდება განახლებულ კროსოვერს Toyota Land Cruiser Prado-ს.

    მოდელის დებიუტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება.

 
 
 
 
 




კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1649 | დაამატა: allfile | ტეგები: ახალი, Avtomobili, Prado, Toyota, Car, Cruiser, land, დიზაინით, Auto, Toyota Land Cruiser Prado | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar