მთავარი » 2009 » აგვისტო » 10 » Lika Khantadze - Iurmala 2009 / ლიკა ხანთაძე იურმალა 2009
5:44 PM
Lika Khantadze - Iurmala 2009 / ლიკა ხანთაძე იურმალა 2009
 

საქართველოს სახელით იურმალაში ლიკა ხანთაძე მღერის, რომელიც ამ დროისათვის მე-5 ადგილზე იმყოფება. მონაწილეთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
*პირველი/მეორე ადგილი - Jamala უკრაინიდან 238 ქულა
*პირველი/მეორე ადგილი - Sondoro Sandhy ინდონეზიიდან 238 ქულა
*მესამე ადგილი - Mila Nytych უკრაინიდან 224 ქულა
*მეოთხე ადგილი - Yusim Mark რუსეთიდან 222 ქულა
*მეხუთე ადგილი - ლიკა საქართველოდან 221 ქულა
თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველი კონკურსანტის პოზიცია, კონკურსის შედეგების დამთვლელი კომისიის აშკარა შეცდომითაა გამოწვეული. საქმე ისაა, რომ მეორე საკონკურსო დღეს, საქართველოს წარმომადგენელმა, ლიკა ხანთაძემ არა 117, არამედ 118 ქულა მოაგროვა. შედეგების სწორად შეჯამების შემთხვევაში ლიკა ამ დროისთვის მე-4 ადგილზე იქნებოდა.
ქართველმა კონკურსანტმა პირველ დღეს ჯგუფ Quee-ის ლეგენდარული სიმღერა "Too Much Love Will Kill You" შეასრულა. რაც შეეხება მეორე დღეს, აქ მისი შესრულებით ქართული "ივნანას" ახლებური ვარიანტი აჟღერდა. გამოსვლის შემდეგ დაწერილმა ორმა 9 ქულამ კონკურსის წამყვან თიკა კანდელაკის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც სკანდალურად ცნობილმა ტელეწამყვანმა არ დამალა და ჟიურის წევრებს ქართული ენისა და მუსიკის შესწავლისკენ მოუწოდა. ამ ჟესტმა ჟიურის ქართველი წევრების, მუსიკოსების ვალერი და კონსტანტინე მელაძეების აპლოდისმენტები გამოიწვია.ბოლო საკონკურსო დღეს სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილ რუსუი სიმღერას "Верю" შეასრულებს .




 
Information By www.eurowarez.ucoz.com
 
 
 
 
 
 
 
 




კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 7696 | დაამატა: allfile | ტეგები: Lika, xantadze, ხანთაძე, yurmala, იურმალა, ლიკა, Khantadze, iurmala, 2009 | რეიტინგი: 5.0/21
სულ კომენტარები: 101 2 3 ... 9 10 »
avatar
0
1 irina • 3:50 PM, 2009-09-16
:lol:
1-1 2-2 3-3 ... 9-9 10-10
ComForm">
avatar