ბევრ ქალს ეშინია ტამპონების მოხმარება, რადგანაც თვლიან, რომ არაა ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ასეა ეს?
მითი 1 . ტამპონების ყოველდღიური გამოყენება არაა უვნებელი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ მენსტრუალური სისხლის გამოყოფის ბლოკირება ნუ იღევებთ. სამედიცინო გამოკვლევებით სრულადაა დამტკიცებული ფიზიკის კანონები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ტამპონს არ შეუძლია მენსტრუალური სისხლის გამოყოფის ბლოკირება. სწორად განთავსებული ტამპონი არ უშლის ხელს მენსტრუალურ გამონადენს.
მითი 2. ღამით არ შეიძლება ტამპონების გამოყენება სინამდვილეში ტამპონი - ღამის განმავლობაში დაცვის იდეალური ფორმაა. საფენებისგან განსხვავებით, ტამპონი არ იკუჭება და იცვლის ადგილს, ამიტომ უზრუნველყოფს დაცვას ნებისმიერ სიტუაციაში. ტამპონის ზომა შეირჩევა გამონადენის რაოდენობის მიხედვით და არა დღე-ღამის დროის მიხედვით.
მითი 3. ტამპონები არასასურველად მოქმედებს საშოს ბაქტერიულ ფლორაზე და ვნებენ საშოს ან საშვილოსნოს ყელს მენსტრუაციის დროს მენსტრუალური გამონადენის ხარჯზე საშოს არის PH ტუტე არისკენ ინაცვლებს. გარდა მაგისა, მენსტრუაციასთან დაკავშირებული საშოს არის და უჯრედების ქიმიურ, ჰორმონალურ შედგენილობაში ცვლილებამ მართლაც შესაძლოა იმოქმედოს საშოში ბაქტერიების გამრავლების და ზრდის სიჩქარეზე.
მითი 4. ტამპონი შესაძლოა შიგნით დაიკარგოს თუნდაც ყველაზე პატარა ტამპონებსაც კი არ შეუძლიათ საშვილოსნოში ჩაცურება, საშვილოსნოს ყელის ზომა ხომ ძალიან მცირეა (ჩვეულებრივ ქინძის თავის ზომის). ასევე არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ტამპონი ძალიან ღრმად განთავსდება. მოხმარების ინსტრუქციის გათვალიცწინებით გამოსაძრობი თასმა ყოველთვის გარეთ დარჩება, თუ ტამპონი შიგნით იქნება მასზე ხელის მოკიდება შესაძლებელია.
მითი 5. გამოსაწევი თასმა შესაძლოა მოწყდეს ტამპონს წარმოების პროცესში ტამპონის გამოსაწევი თასმა კარგად მაგრდება ტამპონის შეწოვით ნაწილზე, რასაც გაწყვეტის ალბათობა დაყავს ნოლზე. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თასმა კარგადაა მიმაგრებული, შეყვანის წინ მოქაჩეთ ძლიერი მყისიერი მოძრაობით. დარწმუნდებით, რომ მისი მოწყვეტა შეუძლებელია.
მითი 6. ორსულობის შემდეგ ტამპონებით სარგებლობა არ შეიძლება რადგანაც ორსულობამ და ბავშვის დაბადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუალური სისხლდენის ინტენსივობის ცვლილება, მხოლოდ ექიმს შეუძლია გირჩიოთ სექსუალური ცხოვრების და ვაგინალური საშუალებების გამოყენების, მათ შორის ტამპონების გამოყენების აღდგენის ვადები.
მითი 7. ქალიშვილებს არ შეუძლიათ ტამპონების გამოყენება ას არაა ასე. ქალიშვილებმა, რომელთაც არ უცხოვრიათ ჯერ სქესობრივი ცხოვრებით შეუძლიათ ტამპონების გამოყენება. ოპტიმალური დაცვისა და მინიმალური დისკომფორტისთვის ქალიშვილებმა საჭიროა შეარჩიონ მცირე ზომის ტამპონები.
მითი 8. ტამპონების გამოყენებამ შესაძლოა ტოქსიკური შოკის სინდრომი გამოიწვიოს ტოქსიკური შოკის სინდრომი (ტშს) - ძალზე იშვიათი დაავადება, რომლითაც შესაძლოა დაავადდეს მამაკაციც, ქალიც და ბავშვიც. მისი არ უნდა შეგეშინდეთ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ის არსებობს. ტოქსიკური შოკის მენსტრუალური სინდრომი ჩნდება როგორც ტამპონების გამოყენებისას, ასევე მათ გარეშეც. ოქროსფერი სტაფილოკოკისადმი მგრძნობიარობა (ზუსტად ის ახდენს ტოქსინების ფრრმირებას - ტშს-ს მიზეზს) შესაძლოა შეიცვალოს მენსტრუალური ციკლის ფაზის და იმუნიტეტის შეცვლის მიხედვით. სპეციალური კვლევებით დადგინდა ტამპონების გამოყენებასა და ოქროსფერი სტაფილოკოკის ზრდის მატებასთან ურთიერთკავშირის არარსებობა. ტშს რჩება იშვიათ დაავადებად და მისი განვითარება დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე.
მითი 9. მენსტრუაციის პერიოდში არ შეიძლება სპორტული ვარჯიში, ცურვა და აბაზანის მიღება ალბათ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. მენსტრუაციის პერიოდშისპორტული ვარჯიში და აქტიური ცხოვრების წესი არამარტო შეიძლება, არამედ საჭიროა.მცირე ფიზიკური დატვირთვები კრიტიკული დღეების პერიოდში ექიმების მიერ რეკომენდებულიცაა. რაც შეეხება ცურვას და სხვა წყლის პროცედურებს, მათზე ასევე არ უნდა თქვათ უარი. მთავარია - არ მოიწადინოდ წყლის ტემპერატურასა და პროცედურის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
|