მთავარი » 2009 » აგვისტო » 2 » ცხოველთა სამყარო - მფრინავი ხვლიკები (ქორდიანები, ქვეწარმავლები)
6:12 PM
ცხოველთა სამყარო - მფრინავი ხვლიკები (ქორდიანები, ქვეწარმავლები)
 
 
 
მფრინავი ხვლიკები, პტეროზავრები (Pterosauria), ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი. ქალაზე ნაკერები თითქმის არ ემჩნეოდათ. ჰქონდათ საფეთქლის 2 ფოსო, სკლეროტულ რკალიანი დიდი თვალბუდეები, უკან გადანაცვლებული ნესტოები. გეოლოგიურად გვიანდელ ფორმებში კბილები რედუცირებულია, ყბები ნისკარტადაა გადაქცეული. წინა კიდურებსა და სხეულზე გადაჭიმული იყო კანოვანი აპკი — ფრთა. ჰქონდათ გრძელი კისერი, სუსტად განვითარებული უკანა კიდურები, რედუცირებული მენჯის სარტყელი. უძველეს ფორმებს გრძელი კუდი ჰქონდათ, უფრო გვიანდელებს — მოკლე. ჩონჩხის ზოგიერთი ძვალი ფრინველების მსგავსად ღრუ იყო, თავის ტვინი — დიდი მოცულობისა, კარგად განვითარებული მხედველობის და თითქმის მთლად გამქრალი ყნოსვის წილებით. გიგანტური მფრინავი ხვლიკების ფრთების შლილი 7 მ აღწევდა. ცხოვრობდნენ ზღვისა და წყალსატევის სანაპიროებზე. იკვებებოდნენ თევზით, ტანად მომცრონი — მწერებით. ცნობილი არიან ძირითადად ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მეზოზოური ნალექებიდან. ნაყოვნია აგრეთვე სამხრეთ ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში.
 
 
 
 
 




კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 2824 | დაამატა: allfile | ტეგები: მფრინავი, ხვლიკები, ქვეწარმავლები, ქორდიანები, ცხოველთა, სამყარო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 21 2 »
avatar
0
1 lika • 1:49 PM, 2009-08-10
:booze: :santa: :online2long: :dollar:
1-1 2-2
ComForm">
avatar