მთავარი » 2009 » ივლისი » 15 » მალე საქართველოშიც ახმიანდეს
3:24 PM
მალე საქართველოშიც ახმიანდეს

2005 წლის აპრილში ბელორუსიაში მცხოვრებმა ქართველებმა ეთნო-ჯგუფი „გორდა" ჩამოაყალიბეს. ამ ჯგუფის შექმნის იდეა ბელორუსიაში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორსა და მომღერალს ტარიელ მაისურაძეს ეკუთვნის. მისი სურვილი ასეთი იყო - ჯგუფს უნდა შეესრულებინა კლასიკურ სტილში ინტერპრირებული ქართული სიმღერები.

თავდაპირველად „გორდა" ბელორუსიაში მცხოვრები სამი ქართველისგან შედგებოდა. მისი წევრები იყვნენ: თენგიზ ნავერიანი, (ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი) ავთანდილ მაღლაკელიძე, (ბიზნესმენი, ყოფილი მეცნიერ-მუშაკი) და თავად ტარიელ მაისურაძე.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

მოგესალმებით ამ ღირსშესანიშნავ დღეს ყველას, ვინც სტუმრად ჩამოხვედით თქვენს სამშობლოში და მათაც ვინც ეს ვერ მოახერხა. მე მოგიწოდეთ დაბრუნებულიყავით საქართველოში და აღგითქვით, რომ ყველაფერს ვიღონებდით ამის განსახორციელებლად, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ემიგრაციის ტკივილი აღარ განეცადათ. 

ჯგუფის დებიუტი 2005 წლის მაისში შედგა და მას პირდაპირი ეთერი ბელორუსიის ნაციონალური რადიოს პროგრამა - „გზაჯვარედინმა" (სერგეი ბერკუტოვი) დაუთმო. გადაცემის მიმდინარეობის პერიოდში ბელორუსიაში მცხოვრები უამრავი ქართველი რეკავდა და, არა მხოლოდ ქართველი, რეკავდა ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც განუმეორებელი ქართული სიმღერა მოსწონს და ეძვირფასება. მსმენელები მადლობას უხდიდნენ „გორდას" სასიამოვნო ემოციების გაღვივებისთვის, რომლის გამოწვევაც მხოლოდ კარგად შესრულებულ ქართულ სიმღერას შეუძლია. 
აღიარება მალე მოვიდა. „გორდა" ატარებს კონცერტებს, ჯგუფის წევრებისგან ინტერვიუებს იღებენ ტელე-რადიო ჟურნალისტები, „გორდა" ასრულებს ქართულ სიმღერებს კუბისა და პოლონეთის საელჩოების მიღებებზე. ანსამბლის წევრებმა საკუთარი ხელოვნება წარმოადგინეს ქალაქ გროდნოში გამართულ ნაციონალური კულტურის ფესტივალზე, მათთვის უკრავდა ბელორუსიის პრეზიდენტის ორკესტრი. დღეს ჯგუფი რვა წევრისგან შედგება - ხუთი ბელორუსისა და სამი ქართველისგან.

ამჟამად, „გორდა" ამზადებს ალბომს და მალე ქართული სიმღერებით წარსდგება იტალიის ფესტივალზე, რომელიც 2009 წლის აგვისტოში, ქალაქ ალბერობეროში ჩატარდება. ამ ფესტივალზე „გორდა" ქართულ სიმღერებს ბელორუსიაში მცხოვრები ქართველების სახელით წარმოადგენს.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ჩვენი თანამემამულეთა ასეთი წარმატება უცხოეთში და დიდი სურვილი გვაქვს, რომ „გორდას" მიერ ორიგინალურად შესრულებული „გაფრინდი შავო მერცხალო", „სულიკო", „ციცინათელა" და კიდევ ბევრი სხვა ნაცნობი, საყვარელი და ძვირფასი სიმღერა მალე საქართველოშიც ახმიანდეს.

 

ინფორმაციის წყარო: ქართული დიასპორა





კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1647 | დაამატა: allfile | ტეგები: ქართული, წყარო, მალე, საქართველოშიც, saqartvelo, ინფორმაციის, დიასპორა, sakartvelo, ახმიანდეს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar