მთავარი » 2009 ივლისი 6 » კანის სოკოვანი დაავადება (მიკოზი)
3:01 PM კანის სოკოვანი დაავადება (მიკოზი) | |
კანის სოკოვან დაავადებას იწვევს მიკროსკოპული სოკო, რომელიც პარაზიტობს კანსა და ადამიანის ორგანიზმის ლორწოვან გარსზე.
პათოგენური სოკოებით გამოწვეულ დაავადებათა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია სხვადასხვა ფერის პიტირიაზი, ერითრაზმა, მიკროსპორია, ტრიქოფიტია და ეპიდერმოფიტია. კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
შ ვ ი ტ ა როდესაც სოკოვანი დაავადება ახალი დაწყებულია, ადვილად განიკურნება, თუ ადამიანი დაზიანებულ ადგილებს დაიბანს შვიტას ნაყენით დღეში 3-4-ჯერ. ქ ი შ მ ი შ ი ქიშმიშის მარცვლებს ჭრიან შუაზე და იზელენ დაზიანე-ბულ ადგილებს. დაავადება მალე ქრება. "ქ ა ღ ა ლ დ ი ს ზ ე თ ი" ქაღალდის ზეთის მისაღებად იღებენ ჩვეულებრივი რვეულის ფურცელს, ახვევენ ძაბრივით და დგამენ თეფშზე მახვილი წვერით ზემოთ, რომელსაც უკიდებენ ცეცხლს. ქაღალდი დაიფერფლება, თეფშზე კი დარჩება ყვითელი სითხე, იღებენ ამ ყვითელ სითხეს და ისვამენ დაზიანებულ ადგილებში. პროცედურებს ატარებენ დაავადების სრულ გაქრობამდე. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ი ა ს ა მ ა ნ ი იღებენ 10 გ იასამნის ყვავილს და 100 მლ სპირტს. აჩერებენ 10-15 დღე. მიღებული ნაყენით იწმენდენ დაზიანებულ ადგილებს. ერთ კვირაში დაავადება ქრება. სასურველია ეს საშუალება მუდმივად იყოს საოჯახო აფთიაქში. ძ მ ა რ ი ძმარს იყენებენ ფეხის თითების სოკოვანი დაავადების დროს. იბანენ ფეხებს, ტერფებს ათავსებენ ძმარში. იცვამენ სუფთა წინდებს და ისე იძინებენ. სოკო კვდება რამდენიმე პროცედურის შემდეგ. მ ა რ ი ლ ი დ ა ს ო დ ა ფეხებს ათავსებენ გრილ წყალში, რომელშიც გახსნილია თითო სუფრის კოვზი მარილი და სოდა შემდეგ იბანენ სუფთა წყლით. პ ი ტ ნ ა ფქვავენ პიტნას, ურევენ მარილში და იდებენ თითებს შორის 1 საათით. მკურნალობა გრძელდება სრულ განკურნებამდე. ყ ა ვ ა ადუღებენ ყავას, ყოფენ ხელის თითებს ნაყენში ისე, რომ ნალექი არ შეინჯღრეს. გაუხეშებული ფრჩხილები თანდათან თხელდება და ჯანმრთელდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |