მთავარი » 2009 » ივლისი » 5 » Heavy Cross / მძიმე ჯვარი - Die Hard DVDRip
3:49 PM
Heavy Cross / მძიმე ჯვარი - Die Hard DVDRip
 

Heavy cross-(მძიმე ჯვარი )-Die Hard


შემსრულებელი :HEAVY CROSS
დასახელება : Die hard
ჟანრი : Heavy Metal
ქვეყანა :GEO
ხარისხი :DVDrip
ფორმატი :AVI
ზომა :64 MB
მამუკა ჩიხლაძე---გიტარა;
ლევან კაპანაძე---ბასი, ვოკალი;
გოგა იორამაშვილი---ვოკალი;
გიორგი ჩუბინიძე---გიტარა
დიმიტრი ოგანესიანი---დასარტყამი
 
 
ჯგუფი "მძიმე ჯვარი" შეიქმნა 1988 წელს და შექმნისთანავე აქტიურად ჩაერთო ქართულ როკ მოძრაობაში რაც გამოიხატებოდა მრავალრიცხოვანი კონცერტებით, გასტროლებით და ფესტივალებში მონაწილეობით. 1990 წელს ჯგუფი წარმატებით გამოვიდა ლიეპაეს საერთაშორისო როკ ფესტივალზე და მოიპოვა საპატიო ლაურეატის წოდება.
მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ჯგუფი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა და ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა როკ აქციებსა და ფესტივალებში, წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობაში ხდებოდა ცვლილებები, ხოლო 2001 წელს ჯგუფმა განიცადა მძიმე დანაკლისი, გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი დავით ზიბზიბაძე (ზიბო) რომელიც ჯგუფში 1995 წლიდან უკრავდა დრამზე.
მიუხედავად იმისა რომ, ჯგუფი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ინტენსიურად იყო დაკავებული საკუთარი მუსიკის შექმნით, პირველი სტუდიური ალბომის გამოცემა მხოლოდ 2002 წელს მოხერხდა, "Mzime Jvari", წარმოადგენდა 1997-2002 წლებში დაწერილი სიმღერების ნაკრებს და მიეძღვნა დავით ზიბზიბაძის ხსოვნას.ალბომი ჩაიწერა შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ჩიხლაძე---გიტარა;
ლევან კაპანაძე---ბასი, ბეკ ვოკალი;
ლევან ბეიტრიშვილი---ვოკალი;
დავით ზიბზიბაძე----დასარტყამი (1997 წლის ჩანაწერებში)
დიმიტრი ოგანესიანი---დასარტყამი (2002 წლის ჩანაწერებში)

2005 წელს ჯგუფი გახდა კონკურსი "პატრინოტი"-ს გამარჯვებული სიმღერით "ვალი ქართვლისა (...ხუთჯვრიანი დროშა)".
ამ კონკურსში მონაწილეობასთან ერთად, ლევან კაპანაძე და ლევან ბეიტრიშვილი ღებულობენ მიწვევას პროექტში "WE REMEMBER" (ჩვენ გვახსოვს) მონაწილეობის მისაღებად, ისინი სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად ერთვებიან მუშაობაში და საერთო ძალებით იქმნება სიმღერა "WE REMEMBER"
2007 წელს გამოდის ახალი ალბომი "FanX" (ფენიქსი), ვოკალისტ გოგა იორამაშვილთან ერთად, რომელიც "HEAVY CROSS"-ში 1995-97 წლებში მოღვაწეობდა. "FanX" სტილისტურად საკმაოდ მრავალფეროვანია და ჯგუფის ძველ მუსიკასთან შედარებით მნიშვნელოვნად მძიმე საუნდი აქვს.
"HEAVY CROSS"-ის ახლანდელი შემადგენლობაა:

მამუკა ჩიხლაძე---გიტარა;
ლევან კაპანაძე---ბასი, ვოკალი;
გოგა იორამაშვილი---ვოკალი;
გიორგი ჩუბინიძე---გიტარა
დიმიტრი ოგანესიანი---დასარტყამი
 
"მძიმე ჯვარი" ოფიციალური Myspace : http://www.myspace.com/heavycrossmzimejvari
 
ოფიციალური ვებ გვერდი (ჯერჯერობით მუშაობს სატესტო რეჟიმში http://www.heavycross.ge
 
 
Heavy cross-(მძიმე ჯვარი )-Die Hard
 
 
 
 
 
 
 




კატეგორია: კლიპები | ნანახია: 2022 | დაამატა: allfile | ტეგები: მძიმე ჯვარი, Cross, dvdrip, Die, Heavy, hard | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar