მთავარი » 2009 » ივნისი » 30 » რუსთავში თანამედროვე დიზაინის ავტობუსების გაჩერება გაკეთდება
11:52 PM
რუსთავში თანამედროვე დიზაინის ავტობუსების გაჩერება გაკეთდება
 
 

თვითმმართველმა ქალაქ რუსთავის მერიამ ებრაულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფერტუნა მედისთან” ხელშეკრულება გააფორმა.

ფირმამ 2 წლის ვადაში ქალაქში არსებული 69 გაჩერება უნდა გააკეთოს.

„ეს არის ებრაული ფირმა, რომელსაც 59 წლიანი იჯარით გადაეცა ქალაქის კუთვნილებაში არსებული სამგზავრო ავტობუსების გაჩერებები. “ფერტუნა მედია“-მ გაჩერებების სტილი და დიზაინი ადგილობრივ არქიტექტურის სამსახურს შეუთანხმა. ტერიტორიებს პროფილი არ შეეცვლება და სამგზავრო ავტობუსების გაჩერებებთან ერთად ფირმამ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, სატელეფონო ან საგაზეთო ჯიხურებიც გააკეთოს”, - აცხადებს რუსთავის თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ლუიზა გელაშვილი.

“ფერტუნა მედიამ” ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 1380 კვ.მ მიწის იჯარის საფასურად 1605 ლარი უნდა გადაიხადოს.
 
 
 
 
 




კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1877 | დაამატა: allfile | ტეგები: rustvegas, დიზაინის, akhali, რუსთავში, avtobusi, axali, rustavi, New, თანამედროვე, autobus | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar