მთავარი » 2009 ივნისი 30 » კაკაბაძის დღემდე უცნობი ტილოები იპოვეს
9:32 PM კაკაბაძის დღემდე უცნობი ტილოები იპოვეს | |
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევრები აღმოაჩინეს.
მუზეუმის თანამშრომლებმა 6 უნიკალურ ნამუშევარს ფოტოფონდის რეინვენტარიზაციის დროს მიაკვლიეს. ოთხი ესკიზი 1928 წელს სპექტაკლ `აღმშენებლობისათვის` არის შექმნილი და კაკაბაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. ორი ესკიზის შექმნის თარიღი კი უცნობია, ისინი სპექტაკლ `გზებისთვის` არის განკუთვნილი და სავარაუდოდ, დავით კაკაბაძეს პარიზში გამგზავრებამდე უნდა დაეხატა. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მუზეუმს დღეს ეწვევა და ნამუშევრებს დაათვალიერებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |