მთავარი » 2009 » ივნისი » 22 » გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...
1:12 PM
გალაკტიონ ტაბიძე / აი ფანჯარა...
 


 

აი, ფანჯარა იმისი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.

 

 

 

 

 




კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1568 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar