მთავარი » 2009 ივნისი 16 » მღვდელმთავართა საცდური
8:45 PM მღვდელმთავართა საცდური | |
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გამოხმაურება ბაღდათისა და ვანის ეპისკოპოს ანტონის მოსაზრებებზე მცხეთა-თბილისის ეპარქია ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა? მათე 20, 25-28 “საპატრიარქოს უწყებანის” ამა წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც გაზეთის თანამშრომლებმა ბაღდათისა და ვანის ეპისკოპოსს, მეუფე ანტონს ჩამოართვეს. მეუფე გვიზიარებს თავის ერთგვარ გამოცდილებას, გვიამბობს სასულიერო პირთა და სამწყსოს აღზრდის ახალ მეთოდზე, რომელიც მან აღმოაჩინა და იყენებს კიდეც. როგორც მისივე სიტყვებიდან ჩანს, ეს მეთოდი თვითონ ერთობ ნაყოფიერად მიაჩნია - მან შეძლო “სრულყოფილი” მრევლისა და “გამოცდილ” მოძღვართა აღზრდა. ესეც აშკარაა: მეუფე ანტონი ფიქრობს, რომ საქართველოს სხვა ეპარქიებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ისეთივე მკაცრი, მაგრამ დროული ღონისძიებების გამოყენება მრევლის ხელმძღვანელობისას, როგორსაც თვითონ მიმართავს. მაგრამ ბევრი ჩვენი მორწმუნე ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ სახტად დარჩა, რადგანაც მეუფე ანტონის მიერ გამოგონილი მეთოდები სრულიად ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციას - მათ არც არაფრის მოტანა ძალუძთ, გარდა მწუხარებისა, შფოთისა და სულიერი ზიანისა. თუკი ამ ახალ სწავლებას სხვა მღვდელმთავრებიც მიბაძავენ და მღვდლებისა და ხალხის წინააღმდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარებას შეუდგებიან, მაშინ საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს მოუწევთ საკუთარ თავზე გამოსცადონ რაღაც იმდაგვარი, რაც ძალიან მოგვაგონებს საბჭოთა პერიოდში გამეფებულ დევნას ეკლესიაზე - როდესაც ეკლესიიდან გამოსვლისას არც ერთი მორწმუნე არ იყო დარწმუნებული, კიდევ ეღირსებოდა თუ არა ოდესმე თავისი სულიერი მოძღვრის ნახვა და მისი რჩევა - დარიგების მოსმენა...
| |
|
სულ კომენტარები: 1 | |
0
1
partizani
• 10:47 PM, 2009-08-12 | |