მთავარი » 2009 » ივნისი » 16 » BBC - მ ცხინვალში არსებულ ვითარებას სიუჟეტი მიუძღვნა
8:13 PM
BBC - მ ცხინვალში არსებულ ვითარებას სიუჟეტი მიუძღვნა
 

 

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას ბიბისიმ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. რეგიონში თავად ტელეარხის კორესპონდენტი ტომ ესელმონტი იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ცხინვალის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დღემდე დანგრეულ სახლებში უწევთ ცხოვრება, რადგან კოკოითის ხელისუფლება მათზე საერთოდ არ ზრუნავს.

ბიბისის ჟურნალისტი ყვება, რომ მოსახლეობა რეგიონში არსებულ კორუფციაზე საუბრობს, თუმცა ამ ბრალდებას თავად კოკოითი უარყოფს. რეპორტაჟში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის აღსადგენად 320 მილიონი დოლარი გამოყო. თუმცა ამ თანხიდან 15 მილიონი დაიხარჯა. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ ცხინვალში მხოლოდ მუნიციპალური შენობები აღადგინეს, ხოლო მოსახლეობას თავშესაფარიც კი არ აქვს.
 
 
 
 
 




კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1470 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar