მთავარი » 2009 ივნისი 9 » იცით თუ არა როგორ გავხდეთ ძლიერი ადვოკატი?
3:05 PM იცით თუ არა როგორ გავხდეთ ძლიერი ადვოკატი? | |
როგორ გავხდეთ ძლიერი ადვოკატი? ალბათ ეს კითხვა ბევრ თქვენთაგანს დაბადებია და დაინტერესებულა ამით... მაშ ასე ჩვენ გეტყვით თუ როგორ არის ეს შესაძლებელი: 1) პირველ რიგში უნდა იყოთ პუნქტუალური, რადგან პუნქტუალურობა განაპირობებს წარმატებას. 2) ყოველთვის უნდა იყოთ ფორმაში და ადვოკატებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით, ნუ დაგვავიწყდებათ, რომ როგორც მამაკაცთა ისე ქალთა წარმატებას 40%-ს ნებისმიერი პროფესიის სფეროში, განაპირობებს მათი ჩაცმულობის სტილი და მანერა. 3) უნდა გქონდეთ ყოველთვის არგუმენტირებული დასაბუთებული საუბარი, უარგუმენტოდ საერთოდ ნუ ისაუბრებთ. 4) ყოველვის მეტი მოისმინეთ ნაკლები ისაუბრეთ, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ ორმაგ სტანდარტებს. 5)ყოველთვის გაამახვილეთ კლიენთან ურთიერთობისას ყველა დეტალზე ყურადღება, თქვენი საუბარი უნდა გამოირჩეოდეს მაქსიმალური კონკრეტიკითა და ლოგიკით. 6) სანამ აიღებთ საქმეს, თუკი კლიენტი თქვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრობს და ვერ გიხსნით არსებულ პრობლემას, დააწერინეთ რა შედეგი სურს მიიღოს მან ამ საქმიდან. 7) ყოველთვის ეცადეთ აიღოთ მეტად ცნობილი და გახმაურებული საქმეები, რაც თქვენს დიდ რეიტინგს განაპირობებს მომავალში. 8) ნურასოდეს დაპირდებით კლიენტს საქმის მოგებას, თუნდაც 100%-ით მოსაგები საქმე შეგხვდეთ. 9) ყოველთვის დაგეგმეთ და გაწერეთ წინასწარ თქვენი დღის წესრიგი. 10) ყოველთვის იყავით კომუნიკაბელური, ყოველთვის უპასუხედ შემომავალ ზარებს და ყოველთვის დაეხმარეთ, გაუწიეთ მოკლე კონსულტაცია დაინტერესებულ პირებს, რადგან პროფესიული პასუხი და რჩევა შემდგომში განაპირობებს თქვენს კლიენტთა სიმრავლეს. პ.ს გახსოვდეთ, რომ თქვენი ფინანსები დამოკიდებულია თქვენი კლიენტების საქმეების ხანგრძლივობაზე
ერთ ცნობილ ამერიკელ ადვოკატს ჰყავდა შვილიშვილი, რომელსაც 11 წელი ასწავლა სხვადასხვა პრესტიჟულ სამართლის სკოლაში. რამდენიმე წლის შემდგომ შვილიშვილიც გახდა ადვოკატი და ერთ დღეს ბაბუასთან მხიარული და ამაყი მივიდა და მიუგო: ბაბუა შენ რომ 15 წელი გქონდა საქმე, მე ის საქმე 8 თვეში დავამთავრეო. ბაბუამ კი მიუგო: შვილო მე მაგ საქმით გასწავლე, ადვოკატი, რომ გამოსულიყავი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |