მთავარი » 2009 ივნისი 6 » დედაარღნილი კატა
3:57 PM დედაარღნილი კატა | |
1910 წლის 15 ოქტომბერს დირიჟაბლი “ამერიკა” ატლანტიკ–სიტიდან ევროპისაკენ გაემართა. ჩაფიქრებული ატლანტის ოკეანის გადალახვა იყო. დირიჟაბლის ექვსკაციან ეკიპაჟთან ერთად დირიჟაბლში იმყოფებოდა კატა, სახელად კიდო, რომელიც კაპიტანმა თავისდა ბედად წაიყვანა. დირიჟაბლი არც თუ ისე დიდი ხნის ამართული იყო ჰაერში, როდესაც შეშინებულმა მხეცმა დირიჟაბლში სირბილი დაიწყო და მთელი კორპუსი თავდაყირა დააყენა. ეკიპაჟის წევრები ისე შეწუხდნენ, რომ უფროსმა ინჟინერმა მელვინ ვანიმანმა დედამიწაზე რადიოსიგნალი გააგზავნა. ეს იყო “ჰაერი–მიწის” ტიპის პირველი რადიოსიგნალი ისტორიაში. გაგზავნილი რადიოსიგნალის ტექსტი შემდეგი იყო: “როი, მოდი და წაიყვანე ეს დედაარღნილი კატა”.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |