მთავარი » 2009 » მაისი » 12 » არნოლდ შვარცნეგერი სტალონეს ფილმში ითამაშებს
10:48 AM
არნოლდ შვარცნეგერი სტალონეს ფილმში ითამაშებს

დღეს კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა გააკეთა ორი განაცხადება:ერთი მოაწერა შტატის ახალ ბიუჯეტზე ხელი და მეორე განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს თავისი მეგოვრის სტალონეს ახალ ფილმში “The Expendables”.
-მე პატივს ვცემ სტალონეს,-აღიარა შვარცნიგერმა.-ის შესანიშნავი მსახიობი და რეჟისორია (”ოქროს ჟოლოები” სულ სხვარამეს ამბობენ).
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რემბო და ტერმინატორი ერთ გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს არ გადაყრიან, თორე ერთ ამბავს ატეხავდნენ ალბათ.
არნის ბევრი მსახიობობა არ მოუწევს, რადგან ითამაშებს კალიფორნიის გუბერნატორის ეპიზოდურ როლს.მის გარდა ფილმში სხვა ცნობილი მსახიობებიც ითამაშებენ:ჯეტ ლი,დოლფ ლუნდგრენი,მიკი რურკი…და რათქმაუნდა თავად სტალონე.
არ ვიცი ეს ფილმი, როგორი იქნება, მაგრამ თუ სტალონემ ისევ თავისი “დანაყილი” თავით მოიფიქრა სცენარი კიდევ არაერთ “ოქროს ჟოლოს” აირტყავს.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1614 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar