მთავარი » 2009»მაისი»12 » წლევანდელი ოსკარის საუკეთესო და საშინელი ჩაცმულობები
10:39 AM
წლევანდელი ოსკარის საუკეთესო და საშინელი ჩაცმულობები
“ოსკარის” ქანდაკებების პატრონებთან დაბინავების შემდეგ მოდის კრიტიკოსებმა მთელი მსოფლიოდან დაიწყეს ვარსკვლავების გაკრიტიკება.წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი კაბა შემდეგ მთელი წლის სალაპარაკო თემა ხდება. ამ წელს კაბების ტენდენცია იყო კაბები ერთი მხრით-ამბობენ, რომ ეს მოდა მიშელ ობამამ შემოიტანა. 81-ე დაჯილდოვებაზე არი იყო ნათელი ფერები-უპირატესობა ენიჭებოდა თეთრ და მუქ ფერებს. ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა მიკი რურკმა თავისი ჩაცმულობით.მსახიობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ დიდ კინოში დაბრუნდა,ითამაშა ფილმ “რესლერში” და წარადგინეს ოსკარზე “მამაკაცის საუკეთესო როლზე”.ბებერი მიკი კი ოსკარზე გოტიეს თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მოვიდა, რომელშიც ჭკუიდან გადასულ განგსტერს გავდა.ამის გარდა გააკრიტიკეს მისი თმები და დაუბანელი თავი.მოკლედ მიკი რურკზე უარესად მამაკაცებიდან არავინ არ გამოიყურებოდა.ყველას ლამაზი შავი სმოკინგები ეცვათ და კრიტიკოსებმაც მამაკაცებს თავი დაანებეს.