მთავარი » 2009 » მაისი » 12 » Lamborghini-ს ფეხსაცმელი ქალებისათვის
10:36 AM
Lamborghini-ს ფეხსაცმელი ქალებისათვის

გრძელფეხიანი ლამაზმანები არასოდეს ტოვებენ უყურადღებოდ ძვირადღირებულ სპორტულ მანქანებს. ხოლო ქალბატონები, რომლებიც სპორტულ მანქანებზე დადიან და გულგრილად დადიან 200 კმ/სთ სიჩქარით განსაკუთრებული კატეგორიაა: დახვეწილი სტილი, ცეცხლი თვალებში და რათქმაუნდა ულამაზესი ფეხსაცმელი.

სპეციალისტებმა კომპანიისაგან Tonino Lamborghini (ზუსტად ამ მარკის ქვეშ უშვებს ავტომობილების მწარმოებელი საათებს, ტყავის პროდუქციას და მრავალ სხვას) სულ ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინეს კიდევ ერთი სიახლე, პირველ რიგში სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებისათვის რომლებიც ფლობენ Lamborghini Gallardo Superleggera-ს. ეს ძვირფასი ფეხსაცმელია, რომელიც შექმნილია ამ მოდელის მიხედვით და ზუსტად იმეორებს მის მიმზიდავ კუთხეებს.

რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ ტარების წესები, ლამბორჯინისთან ვერ დაჯდები უბრალო ფეხსაცმლით. ხოლო 10 სანტიმეტრიანი ქუსლი ზუსტად ისაა რაც საჭიროა აცხადებენ დიზაინერები. ახალი ფეხსაცმელი Tonino Lamborghini-სგან მართლაც რომ ძალიან გავს მის ოთხბორბლიან ნათესავს. ფეხსაცმელზე ასევე არის ტრადიციული წარწერა “Superlegger” და რათქმაუნდა ლამბორჯინის ლოგო. რათქმაუნდა ფარები რომლებიც ფეხსაცმელს წინ აქვს არ ანათებენ მაგრამ მაინც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან. ხოლო თითის წვერები შეგიძლიათ დაინახოთ წინა მხარეს მოთავსებულ “რადიატორის ბადიდან”.

აღსანიშნავია რომ ფირმა Lamborghini როგორც მრავალი სხვა ავტო კომპანია არის პირდაპირ დაკავშირებული მოდის სამყაროსთან. ამის დასადასტურბლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად მოდელი რომელიც დაანონსდა ნახევარი წლის წინ და ზუსტად ეხამებოდა მოდის სახლი Versace-ს ახალი კოლექცია. ამ კავშირის შედეგი გახდა Lamborghini Murcielago LP 640 , რომლის დიზაინი თვით დონატელა ვერსაჩემ მოიგონა.





კატეგორია: ქალებისთვის | ნანახია: 1726 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar