მთავარი » 2009 » მაისი » 12 » ჯოლის გმირი გაცოცხლდება “wanted 2″
9:56 AM
ჯოლის გმირი გაცოცხლდება “wanted 2″

ტიმურ ბაკამბეტოვი მზადაა ფილმის “Wanted” მეორე ნაწილის გადასაღებად, რადგან სცენარი უკვე მზადაა. ამის შესახებ რეჟისორმა თავის ინტერვიუში გვაცნობა. მისი მტკიცებით, სიუჟეტში ზოგიერთი პერსონაჟი გაცოცხლდება, რომლებიც პირველ ნაწილში დაიღუპა, კერძოდ ანჯელინა ჯოლის.

ბაკამბეტოვი გეგმავს არა მარტო ფილმის რეჟისორი იყოს, არამედ პროდიუსერიც, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი წარმატება ფილმს მაშინააქვს, როდესაც ამ ორ თანამდებობას ერთი და იგივე ადამიანი იკავებს. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანია Universal–ის ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა თავისი სურვილი გადაღებების დაწყებასთან დაკავშირებით. გადაღებები დაიწყება წელს ან მომავალი წლის დასაწყისში. გაგახსენებთ, რომ ფილმი “ძალიან სახიფათოა”, რომელშიც მთავარი როლები შეასრულეს ჯეიმს მაკევოიმ, ანჯელინა ჯოლიმ და მორგან ფრიმანმა, ასეთი მაშტაბის პირველი პროექტია, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულმა რეჟისორმა გადაიღო ჰოლივუდში.






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1556 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar