მთავარი » 2009 » მაისი » 12 » ინტერვიუ ქართველ მოდელთან - ნინო კიკნაძე-ბოგდარენკო
9:44 AM
ინტერვიუ ქართველ მოდელთან - ნინო კიკნაძე-ბოგდარენკო




ინტერვიუ ქართველ მოდელთან - ნინო კიკნაძე-ბოგდარენკო

უკრაინაში მოღვაწე ქართველი მოდელი ნინო კიკნაძე ბოგდარენკო უკვე 10 წელიწადზე მეტია კიევში ცხოვრობს.ბოგდარენკო ამჟამად კიევშია და თავისი პროფესიით მუშაობს-ის ჟურნალისტია.რას აკეთებს კიევში,რას საქმიანობს და ენატრება თუ არა თბილისი ამას ინტერვიუდან გავიგებთ.
-ნინა იქნებ მოგვიყვე,რამდენი ხანია რაც კიევში ხარ და საერთოდ რატომ სტუმრობთ თბილისს იშვიათად?
-ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პატარა ვიყავი სადღაც 12 წლის მამა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა,არც მაშინ არ ჩავდიოდით კიევში იშვიათად მაგრამ მას შემდეგ რაც მამა საკონსულოში დაასაქმეს მთელ ოჯახს მოგვიწია კიევში გადმოსვლა.

-არ გაგიჭირდა თბილისის და მეგობრების დატოვება?
-იცით რა არის,არასოდეს არ მყოლია თბილისში ბევრი მეგობარი,ქართველებს მეგობრობა ცოტა სხვნაიარად ესმით,მეგობრობა ერთგულებას და სიყვარულს ნიშნავს რაც მე ქართველებში დიდი დოზით ვერ დავინახე.ეხლაც დღესაც წარმატების რაღაც ეტაპზე როცა ვარ თბილისში ცოტა მეგობარი მყავს,მყავს ის ვიზეც ვიცი რომ ნამდვილი მეგობარია.
-კიევში რას საქმიანობ?
-ვარ უკრაინულ კოსმოპოლიტენის ჟურნალისტი,რამოდენიმე ბლოკში ჩემი სტატიები იბეჭდება.ასევე ვარ სამოდელო სააგენტოში,და სხვათაშორის მომავალ წელს თბილისში ვაპირებ ჩემი პირადი სააგენტოს გახსნას.სადაც პერსპექტიული გოგოები და ბიჭები მეყოლებიან ვისაც ნამდვილად შეუძლიათ მოდელობა და არა იმ პრინციპით ვინც მოვა ყველა ავიყვანო-ერთი იმდენი თანხა გადაიხადოს.
-თბილისში ასეთი სიტუაციაა?
-იცით რა არის,თბილისში ყველას ვისაც უნდა შეუძლია მოდელი გახდეს,და ეს იმიტომ რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები არანაირი სტანდარტს არ აკმაყოფილებენ,და ადამიანსაც უჩნდება კითხვა ის თუ არის მოდელი მე რატო არ შეიძლება ვიყო.
-ჭორებზე როგორ რეაგირებ,და საერთოდ თუ გსმენია ჭორი შენს შესახებ?
-რამდენიც გინდათ.თბილისში სულ შეიძლება 300 კაცი მიცნობდეს მაგრამ ესეც უკვე საკმარისია რომ უაზრო ჭორები მოიგონონ.მათხოვებენ,ხანდახან მკლავენ,ხანდახან ოჯახებს მანგრევინებენ.
-როგორ ფიქრობ რამდენადაა ”დამნაშავე” ყოველივე ამაში შენი გარეგნობა?
-ალბათ რაღაც მხრივ კი,მაგრამ უმეტესობა ჭორებს ”მაღალი წრის” ქალბატონები ავრცელებენ,ისეთები ჩემი სახლის წინ რო ათენებენ და აღამებენ იმის იმედით რო საკუთარ ქმარს ჩემთან გამოიჭერენ.
-კიევში როგორ ერთობი?იცნობ უკრაინაში მყოფ ქართველებს?
-კიევში არავის რომ არ იცნობდე მაინც გაერთობი,მაგრამ მაინც ხშირად ვსტუმრობ მოსკოვსაც.ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიქტორია ბონია მოსკოვში ცხოვრობს და ხან ის ჩამოდის ჩემთან ხან მე მასთან.ძალიან კარგად ვიცნობ ასევე ტიმატის.
-მხოლოდ მეგობრობთ?
-ეს ძალიან პირადულია,მაგრამ მაინც ყველაფერი დასაშვებია ის კაცია მე ქალი.

-საკმაოდ უკომპლექსო ადამიანი ხარ,რაიმე სკანდალში არ გახვეულხარ ან თბილიში ან კიევში?
-ყველაზე მწარედ და ცუდათ მაინც მახსენდება ერთერთი დღე როდესაც კლიპის პრეზენტაციის შემდეგ ცოტა ზედმეტის დალევა მომიწია,დილას გავიღვიძე ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ ჩემ თავს მიკროფონით ხელში.როგორც შემდეგ გავარკვიე ერთერთი ინტერნეტ ტელევიზია მოვიდა ჩემთან და მთხოვეს კლუბში ოლიგაქრი მომეძებნა.რაღათქმაუნდა მალევე გავრცელდა ეს ვიდეო,ეხლა ამ ვიდეოს ნახვა ყველგან შეგიძლიათ.
-მერე იპოვე ოლიგარქი?
-არა ვიდეოს ბოლოს მაინც ვერ ვპოულობ სამწუხაროდ :)
-თაყვანისმცემლები არ გაწუხებენ?
-არა მე ყველა თაყვანისმცმლის სითბო მსიამოვნებს,ერთი ვარდიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-მაგრამ რაღაც არამგონია ვინმე ერთ ვარდზე კმაყოფილდებოდეს,რა იყო ყველაზე ძვირფასი შენი საჩუქრებიდან და თბილისიდან თუ იღებ საჩუქრებს?
-ყველაზე ძვირადღირებული კიევში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა გამიკეთა ოღონდ რა ამას უბრალოდ ვერ გეტყვით :) ისე კი თბილისიდანაც ხშირად ვიღებ.
-რა არის შენი უახლოესი გეგმები?
-უახლოსელი გეგმებია ის რომ უნდა ჩავიდე აუცილებლად თბილისში,თბილისი მომენატრა ძალიან.
-დიდი მადლობა,წარმატებებს გისურვებ.
-წარმატებები!










კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 2623 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 anano qurdadze • 4:30 PM, 2010-01-08
axaxaxa rogor gamacinet zgaprebis agaravis agar jera. es nina kiknadze ki ara svetlana ibragimovaaa
ComForm">
avatar