ბრაზილიელი სპეციალისტი, ლუის ფელიპე სკოლარი, წინა კვირას დაითხოვეს ლონდონის “ჩელსი“-დან, ის არ გეგმავს სეზონის ბოლომდე კლუბში დაბრუნებას.
როგორც ბრიტანული საინფორმაციო სამსახური აცხადებს, ბრაზილიელი მრწვთნელით დაინტერესებულია “პორტსმუთი” და “მანჩესტერ სიტი“, მაგრამ მრწვთნელის აგენტი, აკას ფელეგერი უარყოფს ამ ინფორმაციას: “ჩვენ არ გვქონია კონტაქტი ჩამოთვლილ კლუბებთან. ამასთანავე ვიტყვი რომ, სკოლარიმ გადაწყვიტა დასვენება ივნისის თვემდე. რაც შეეხება შემდეგ სამუშაოებს, შესაძლებელია, ლუის ფელიპემ განაგრძოს სამწვრთნელო კარიერა სხვა ევროპულ კლუბში, ან დარჩეს ჩელსში.