მთავარი » 2009 » მაისი » 12 » პენელოპა კრუსი: კაცების გარეშე იოლად ვერ გახვალ ….
9:17 AM
პენელოპა კრუსი: კაცების გარეშე იოლად ვერ გახვალ ….

სულ ახლახანს გამოვიდა ესპანელი რეჟისორის Isabel Koichette-ის “Elegia”, სადაც პენელოპა კრუსმა ახალგაზრდა სტუდენტის როლი ითამაშა, რომელმაც შეიწირა პროფესორის სიზმრები. ეს ფილმი პირველად ნაჩვენები იყო ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც ესპანელი მსახიობი სპეციალურად ჩაფრინდა პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად .

- ქალბატონო კრუს უამრავი სხვადასხვა სახეების შექმნის შემდეგ პედრო ალმოდოვართან - ელეგიაში თქვენ თამაშობთ ტრადიციულ სასიყვარულო ისტორიას. არ იყო თქვენთვის მოსაწყენი გეთამაშათ სტუდენტი რომელზეც შეყვარებულია ასაკოვანი პროფესორი?

-ნუ ხო, ელეგიაში მე არ დამჭირდა დამემალა მაცივარში ახლადმოკლული ქმრის გვამი და არ აღმომიჩენია დამხრჩვალი დედა საწოლის ქვეშ -რაც მართალია, მართალია. მაგრამ ითამაშო ნამდვილი სიყვარული ესეც ხომ შთამბეჭდავია? თუ ალმოდოვარის ფილმ “დაბრუნებაში” ქალები თავისუფლად ძლებენ კაცების გარეშე- ჩემ ქმარს იქ კლავენ, როგორც მოგეხსენებათ ფილმის დასაწყისშივე, ხოლო ელეგიაში კაცის გარეშე არანაირად არ შეიძლება.



- სიყვარულისთვის აუცილებელია როგორც მინიმუმ ორი ადამიანი?

- მინიმუმ ორი ადამიანი აუცილებლად, ერთი რათქმა უნდა არ ეყოფა.

- ერთ მხრივ თქვენი გმირი თავის გრძნობებს მარტო უმკლავდება- მისი პარტნიორი სიძნელეების შეხვედრისთანავე შეშინდება და უკან იხევს.

- სამწუხაროდ ეს ასეა. მაგრამ ელეგია არ არის ბანალური მელოდრამა ქალურ გამძლეობასა და კაცურ სიმხდალესა თუ ეგოიზმზე.

- მაშინ რის შესახებაა ეს ფილმი?

- იმის შესახებ რომ აქ არის არანორმალური სიყვარული , ჩვეულებრივი ხალხის სიყვარულისგან ბევრად განსხვავებული , - კაცი ხომ თითქმის 30 წლით დიდია გოგონაზე , მიისწრაფვის მარადიული სიცოცხლისკენ , განსაკუთრებული სახის სრულყოფილებისკენ და ეს მიღწევადია თუ რა თქმ აუნდა შეყვარებულები გაუძლებენ დროისა და ადგილის მიერ გამოწვეულ სირთულეებს .

- და თუ ვერ გაუძლებენ ?

- მაშინ მარადიული ცხოვრება გადაიწევს გაურკვეველი დროით უკან, შეიძლება სამუდამოდაც. იმიტომ რომ ამგვარი გრძნობის შეხვედრა შეიძლება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ, ……. არა მე ვთვლი რომ უფრო ერთხელ. მეორე შანსი აღარ მოგეცემა.

- მაპატიეთ ფამილარობისთვის მაგრამ თქვენ ცხოვრებაში რამე მსგავსი მომხდარა?

- მაპატიეთ უთქმელობისთვის, მაგრამ არაფრის თქმას არ ვაპირებ ჩემს ცხოვრებაზე. მით უმეტეს ახლა ჩემი თავი გადატვირთული არის სრულიად განსხვავებული პრობლემებით. თუ ამგვარი გრძნობები ჩნდება ჩემს ცხოვრებაში მადლობა ღმერთს:მაგრამ ამის როგორმე დაჩქარება , პროვოცირება , გრძნობებით ან ხელოვნურად თამაში, ჩემში არ ზის.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1761 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar