ბარსელონას ფორვარდი სამუელ ეტო’ო გეგმავს განიხილოს ახალი კონტრაქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან სეზონის ბოლოს, იუწყება Sky Sports-ი. მისი კონტრაქტი 1 წელიწადში იწურება, ამასთან დაკავშირებით ვრცელდება ხმები, რომ ეტო’ო ზაფხულში “მანჩესტერ სიტი“-ში გადასვლას აპირებს.
“ჩემს მომავალს ვაკავშირებ ბარსასთან. როდესაც დასრულდება სეზონი, მე დაველაპარაკები კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის შესახებ. ახლა თანხებზე ლაპარაკის დრო არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლო იქნება სენსაციური: ჩვენ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას, - თქვა ეტო’ომ (Eto’o). - რაც შეეხება ნახევარფინალში მატჩს ჩელსისთან, ჩვენ მივიღეთ სხვა რეზულტატი, მაგრამ 0:0 არაა ცუდი შედეგი. შემდეგ კვირას ლონდონში საკმაოდ ბევრი ბურთი გავა, ჩვენ გვინდა დიდი ანგარიშით მოგება. მე არ მომეწონა, რომ შემცვალა, მაგრამ ეს მწრთვნელის გადაწყვეტილებაა. გვარდიოლამ სრულად შეცვალა გუნდის მენტალიტეტი. ეს ადამიანია, რომელიც ახლოსაა ყველა ფეხბურთელთან.