მთავარი » 2009 » მაისი » 9 » ახალი აღმოჩენა / “ტვინის სკანერი” - OCZ NIA - Neural Impulse Actuator
1:07 PM
ახალი აღმოჩენა / “ტვინის სკანერი” - OCZ NIA - Neural Impulse Actuator
 
 
 
ამ პროდუქტზე ბევრი საუბრები იყო. ბევრი აკრიტიკებდა მას და ბევრიც საერთოდ ვერ ხვდებოდა მის დანიშნულებას. ბევრი კი ორჭოფობდა თუ რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა მისი გამოყენება. ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან ცოტას თუ გამოუცდია საკუთარ “თავზე” OCZ-ს ეს ერთობ “მისტიკური” პროდუქტი, რასაც NIA ჰქვია, ანუ Neural Impulse Actuator. მე ჩავთვალე, რომ ბევრი ჩვენთაგანისთვის საინტერესო იქნებოდა ამ პროდუქტზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და მისი ნამდვილი შესაძლებლობების რეალურად შეფასება.

ადამიანის ტვინის ფუნქციის გამოსაკვლევად გამოიყენება ელექტროენცეფალოგრამა. ესეთი რამ ნანახი გექნებათ ფილმებში, როდესაც ადამიანს თავზე უკეთებენ ბევრ ელექტროდს და უერთებენ სკანერს. ამ სკანერში, შემდგომ ხდება ადამიანის ტვინის აქტიურობის შედეგად წარმოქმნილი კონკრეტული სიგრძის ტალღების “გამოჭერა” და დაფიქსირება. ეს ტალღები, პროგრამული დამუშავების შედეგად გარდაიქმნება სურათებად და საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ ტვინის აქტოვობა და მისი მდგომარეობა.



ტვინის “სკანირების” ამ მეთოდის ნაირსახეობაა გამოყენებული Neural Impulse Actuator-შიც. კონკრეტულად კი, NIA მონიტორიგს უკეთებს თქვენი ტვინის და სახის კუნთების აქტივობას და მოძრაობას. როდესაც მათი აქტივობის შედეგად წარმოქმნილი, ზემოთ ხსენებული, ტალღების სიმძლავრე საკმარისად მაღალია, მოწყობილობა აღიქვამს ამას როგორც ვთქვათ 1-ს. ხოლო როდესაც სიმძლავრე შედარებით დაბალია, მაშინ ეს მომენტი აღიქმება, როგორც 0. როდესაც საკმარისად გროვდება 1-ების და 0-ების მონაცემები იმისათვის რო გაანალიზდეს, სპეციალური პროგრამა გარდაქმის მას კონკრეტულ ფუნქციებად.

NIA-ს ინფორმაციის დამუშავების ეს მეთოდი არის ადაპტირებული თამაშების სათამაშოდ. NIA წარმოადგენს ყურსასმენების მსგავს თავზე დასამაგრებელ მოწყობილობას. მის წინა ნაწილში მოთავსებურია რომბისებური ფორმის ელექტროდები, რომლების, NIA-ს თავზე გაკეთებისას, შუბლის მხარეს ხვდება, საიდანაც ხდება თავიდან წამოსული სიგნალების დაფიქსირება.

კომპანია OCZ-ს განცხადებით, საშუალო მომხმარებელი NIA-ს “დაამუღამებს” (ჩვენ ენაზე) რამდენიმე საათიანი მოხმარების შემდგომ. ამის შემდგომ უკვე შეეძლება მას თავისი აკუმულირებული გამოცდილების გამოყენება თამაშებში. ეს თეორიაა და მარკეტინგი. ხოლო იმის გაგებაში რეალურად თუ რა შეუძლია NIA-ს, ამაში უკვე guru3D-ს მიმოხილვა დაგვეხმარება.

მაშ ასე გადავიდეთ უშუალოდ NIA-ს ახლოს გაცნობაზე. როგორც სურათიდან ხედავთ საკმაოდ ამბიციური წარწერაა ყუთზე:
“Advanced BioTechnology for Gaming”. ყუთს რო გახსნით შიგნით ესეთი რამ დაგხვდებათ:

თავზე გასაკეთებელი მოწყობილობა სენსორებით და ინფორმაციის დამამუშავებელი ბლოკი.

როდესაც ყველაფერს ამოაწყობთ, ხელთ შეგრჩებათ ბლოკი, თავზე გასაკეთებელი, დრაივერების CD და ინსტრუქცია, USB კაბელი. კომპლექტაციის სიმდიდრით ნამდვილად ვერ გამოირჩევა NIA.

ეს კი თვით “დღევანდელი დღის გმირი”. იგი მთლიანად რეზინითაა დაფარული.

სენსორები.

ბლოკი და USB კაბელი. ბლოკის წარმოების ხარისხი მაღალია. იგი ალუმინისგანაა გაკეთებული.

როგორც ხედავთ, კომფორტული ტარებისთვის, თავზე მოსაჭერი კვანძი აქვს. NIA-ს სოფტი ოპტიმიზირებულია Multi Core პროცესისინგისთვის.

პროგრამის დაყენების შემდეგ აუცილებელი მოწყობილობის “კალიბროვკა”. როგორც guru3D აღნიშნავს, საკმაოდ ადვილი გასაგები სოფტია. პროგრამის სახელი Brainfinger panel ყოფილა. ე.ი. პროგრამის სრული ფუნქციებია: გაჩვენოთ მოწყობილობის მუშაობის პრინციპები, “კალიბროვკა”, ფუნქციების მინიჭება და სათამაშო პროფილების დაყენება.

როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა ვერ მუშაობს კარგად თმებში. უკეთესი მუშაობისთვის კი guru3D გვირჩევს კანის დამატენიანებელი მაზის წასმას.

ეს უკვე “კალიბროვკაა”. აქ ხდება ტვინის იმპულსების და კუნთის კუმშვადობის მიხედვით NIA-ს დაყენება. Alpha და Beta ტვინის სიგნალებია. Muscle სახის (შუბლის) კუნთების აქტივობაა.

ყველაფრის დაყენების შემდგომ OCZ-ს პროგრამა საშუალებას გაძლევთ, რომ პატარა პრაქტიკა გაიაროთ და ითამაშოთ პინგ-პონგი. მუშაობის პრინციპი ასეთია, როდესაც მოშვებულია შუბლი, მაშინ ეკრანის მარცნივ მდებარე “რაკეტკა” ქვევითაა, როდესაც დაძაბული იგი ზევით იწევს. ზემოთ აწევა დამოკიდებულია თქვენი შუბლის კუნთების დაჭიმვის სიმძლავრეზე. ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ guru3D-ს წარმომადგენელს ამის გაკეთებაც კი გაუჭირდა და მარტო შუბლის მაგივრად მთელ სახეს ამოძრავებდა.

პრაქტიკის შემდგომ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თამაშების პროფილების არჩევის და საყვარელი თამაშის დატესტვის.

თუმცა მანამდე გიწევთ თქვენი პროფილის შექმნა და მოდიფიცირება. მიმიკური მოძრაობის, თვალის მოძრაობის და ტვინის რითმისთვის ფუნქციის მინიჭება.

კიდევ რაღაცეების დაყენება.

თამაშებში მისი გამოყენების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ ეს არც ისე ადვილი “დასამუღამებელი” და სახმარი მოწყობილობაა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან დიდი ხნის პრაქტიკა არის საჭირო, ძალიან დიდი კონცენტრაცია, ინსტრუქციის თავიდან ბოლომდე გადაკითხვა (რაც არ არის პატარა). სენსორი საჭიროა, რომ კარგად იყოს მორგებული თავზე. იგი სასიამოვნო და კომფორტული სახმარია აქვე უნდა აღინიშნოს.

პრაქტიკის შემდეგ, თამაში დაიტესტა HL2-ზე. აქ guru3D-ელმა აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ იმპულსური და მოუსვენარი მოთამაშეა და ერთ ადგილას ვერ ჩერდება. აქედან გამომდინარე იგი სირთულეებს შეხვდა NIA-ს ხმარებისას. ზოგ შემთხვევაში მისი კუნთების მოძრაობები არასწორად იყო აღქმული და რეგისტრირებული მოწყობილობის მიერ და შესაბამისად არაადეკვატური შედეგიც მიიღებოდა. გამომდინარე აქედან, NIA-ს მოხმარებისას რაც შეიძლება კონცენტრირებული და “უმოძრაო” უნდა იყო. მიმიკების ადგილი აქ არ არის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით და რამდენიმე დღიანი პრაქტიკის შემდეგ, ტესტირებამ გადაინაცვლა CS: Source-ზე. შედეგი გაცილებით უკეთესი იყო. ტესტერმა აღმოაჩინა, რომ მისი ტვინი და სახის კუნთები ცოტათი “შეეჩვია” NIA-ს ხმარებას და შედეგად უკეთესი თამაში აჩვენა. დიდი შრომის და პრაქტიკის შემდეგ, მან რეალური სიამოვნების მიღება დაიწყო თამაშიდან. ეს ნაწილობრივ იმითაცაა განპირობებული, რომ ეს მოწყობილობა რადიკალურად განსხვავებულ “თამაშს” გვთავაზობს.

საბოლოოდ ესეთი დასკვნა მივიღეთ. OCZ-მ ძალიან საინტერესო კონცეფცია შემოიტანა ბაზარზე. მისი ანალოგი არ არსებობდა და არსებობს. თუმცა იგი იმდენად უჩვეულოა, რომ ძალიან დიდი დრო და მოთმინებაა საჭირო იმისთვის რომ NIA-თი საბოლოო ჯამში სიამოვნება მიიღო, როგორც ტრადიციული თამაშიდან. ასევე აუცილებელია, რომ მისი მომხმარებელი იყოს დინჯი და წყნარი პიროვნება, რომელსაც თავის კონტროლი კარგად შეუძლია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ Neural Impulse Actuator-ი მგრძნობიარეა და გარშემო მყოფმა ელექტრო მოწყობილობებმა შეიძლება ხელი შეუშალონ მას მუშაობაში (მაგ Bluetooth, Inrared, WiFi….). ასე რომ guru3D-ს მიმომხილველის აზრები ორად იყოფა. დადებითად და უარყოფითად. იგი აქვე ამატებს იმას, რომ თამაშის სათამაშოდ, საბოლოო ჯამში, ტვინის მაგივრად მაინც ხელის გამოყენება ურჩევნია. შეიძლება ბევრი “ამუღამო”, მარა იგივე შედეგს მაინც ვერ მიიღებ, რომგორსაც მაუსით.თუმცა რაღაც დონემდე გაერთობი მისი ორიგინალურობიდან გამომდინარე. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე, OCZ NIA - Neural Impulse Actuator-ს მიენიჭა Guru 3D Editor’s Choice.
 
 
 
 
 




ნანახია: 1972 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar