მთავარი » 2009 მაისი 9 » Volkswagen Audi Q3
1:00 PM Volkswagen Audi Q3 | |
ბარსელონის ავტოსალონი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მცირედ თუ იყო ცნობილი, მსოფლიო პრემიერების მასპინძელი ხდება. ერთ-ერთი სენსაციური ავტო-შოუ გამართა კომპანია Audi-იმ, რომელმაც ახალი კროსოვერი Audi Q3 წარმოადგინა.
ახალი ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ბარსელონაში. როგორც კომპანიის ხემძღვანელები ირწმუნებიან, ახალი ავტომობილის წარმოებაც სწორედ ამ ქალაქში არსებულ Volkswagen-ის ქარხანაში მოხდება. როგორც ცნობილი ხდება, ავოტმობილის წარმოება 2011 წლიდან დაიწყება. ”Q”-სერიის ახალმა წარმომადგენელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს BMW X1-სა და Infiniti EX. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახალი ავტომობილი ყველზე დაბალფასიანი იქნება ”Q”-სერიის ავტომობილებს შორის, თუმცაღა ეს არ აისახება კომფორტსა და დიზაინის სილამაზეზე. მიუხედავად შემცირებული ზომებისა ავტომობილი აღჭურვილი იქნება ყველა ელექტრონული ხელსაწყოთი. მასში იქნება საკმარისი ადგილი 4 ადამიანისა და მათი ბარგისთვის. Audi Q3 აგრეთვე აღჭურვილი იქნება ყველა ფუნქციისთ რაც ნამდვილ ჯიპს უნდა ჰქონდეს. ავტომობილში იქნება Volkswagen-ის 2,0 მოცულობის ძრავები, რომლებსაც 204 ცხენის ძალა ექნებათ. ფასის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |